2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“.
ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური სურათი, დიაგნოზი, დიფერენციალური დიაგნოზი) და რეაგირების საკითხებში – ბავშვთა დაცვის/ გადამისამართების (რეფერირების) დოკუმენტით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #437 დადგენილება) განსაზღვრული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; ბავშვზე ძალადობის პრევენიცია; ძალადობისა და უგულებელყოფისაგან ბავშვის დაცვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი, ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების ფორმის გამოყენება და სხვა).
ტრენინგი მომზადდა და ჩატარადა ფონდი ოუკის (Oak Foundation) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შევაჩეროთ ბავშვზე ძალადობა – ჯანდაცვის სექტორის როლის გაძლიერება ბავშვზე ძალადობის პრევენციის და შემთხვევებზე რეაგირების საკითხებში“ ფარგლებში.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მადლობას უხდის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს – პროფესორ ლია ჟორჟოლიანს, პროფესორ რუსუდან ქარსელაძეს, პროფესორ თინათინ გაგუას, ბავშვთა დაცვის ექსპერტს, პედიატრ – ქეთი დავითიშვილს და ბავშვთა დაცვის ექსპერტს, პედიატრ – მარი წერეთელს ტრენინგის წარმართვისთვის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]