კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]
ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება სპორტში ის თემაა, რომელსაც ჩვენგან ყურადღება სჭირდება. სპორტში სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვი გახდეს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ბავშებისთვის რთულია ამაზე საუბარი, ეს დუმილი უფროსებმა უნდა დაარღვიონ. სპორტი ძალიან მნივშნელოვანია ბავშვებისთვის, სპორტულ აქტივობებს სიხარული მოაქვს და ჯანსაღ ჩვევებს ავითარებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბავშვებში თვითშეფასების და […]
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, 2020 წლის 23 ივნისს ჩატარდა ტრენინგი აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ტრენინგი მიეძღვნა აფხაზეთის ჯანდაცვის მუშაკების ცოდნის გაზრდას და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:(1) რა არის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა; (2) ვის შეუძლია რეფერალური და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა; […]
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე – 20 ივნისი, 2020 დღეს 80 მილიონამდე კაცი, ქალი და ბავშვი ძალით არის აყრილი ფუძეებიდან და იძულებით გადაადგილებული პირის ან ლტოლვილის სახელს ატარებს. საქართველოში დაახლოებით 1500 ლტოლვილი და 259 247 იძულებით გადაადგილებული პირია გამოდევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ლტოლვილთა საერთაშორისო დღის ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (PHF), საქართველოს დახმარების კომიტეტი (GEOCOR) და […]
ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი: დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია 2019 წელს, ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი – დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია ქართულად ითარგმნა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მატრა პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი […]
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს ქართულ და აფხაზურ ენებზე, რომელიც პროექტით გათვალისწინებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია და ის ადამიანის ფუნდამენტური უფლების – ჯანმრთელობის უფლების დაცვას ეხება. ჯანმრთელობის უფლება უნივერსალურია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის -ეროვნების, რასის, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის მიუხედავად. […]
ბავშვები და კორონავირუსის (COVID – 19) პანდემია – ბავშვების შესაძლო რეაქციები,ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და პრობლემების დაძლევის გზები. კორონავირუსის პანდემიამ და მისი გავრცელების პრევენციულმა ზომებმა შეცვალეს და დაარღვიეს ბავშვების ცხოვრების ჩვეული რიტმი, რამაც უმეტესობაში შფოთვა და გაურკვევლობა გამოიწვია. ყველა ასაკის ბავშვი სხვადასხვა გზებით გამოხატავს და პასუხობს არსებულ სიტუაციას, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვებს მშობლების და უფროსების სიყვარული და […]
18 ნოემბერი, 2018 წელი წლევანდელი 18 ნოემბრის მთავარი მოწოდებაა – „ბავშვების გაძლიერება სექსუალური ძალადობის შესაჩერებლად“. • რა არის ევროპის დღის აღნიშვნის მიზანი? ეს დღე ეხება სხვადასხვა თემებს: ინტერნეტში არსებულ საფრთხეებს, სექსუალურ განათლებას, ბულინგს პირადი სურათების გამოყენებით, სექსუალური ძალადობისგან დაცვას სპორტში, სკოლაში და ოჯახში. ეს დღე ასევე მიმართულია საზოგადოების ინფორმირებაზე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან […]
ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება – სწორედ ამ თემას მიეძღვნა ტრენინგი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის (PHF) მულტიდისციპლინურმა გუნდმა, თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის და ფსიქოლოგებისთვის, 2021 წლის 9-11 დეკემბერს ჩაატარა. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა შორის ბავშვზე ძალადობის შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების ინტეგრირებული მიდგომების უპირატესობის შესახებ ცოდნის გაუმჯობესება. […]