მიმდინარეობს გვერდის განახლება

ბლოგი

აპრილი 3, 2025

ბავშვები და კორონავირუსის (COVID – 19) პანდემია

ბავშვები და კორონავირუსის (COVID – 19) პანდემია – ბავშვების შესაძლო რეაქციები,ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და პრობლემების დაძლევის გზები.

კორონავირუსის პანდემიამ და მისი გავრცელების პრევენციულმა ზომებმა შეცვალეს და დაარღვიეს ბავშვების ცხოვრების ჩვეული რიტმი, რამაც უმეტესობაში შფოთვა და გაურკვევლობა გამოიწვია.

ყველა ასაკის ბავშვი სხვადასხვა გზებით გამოხატავს და პასუხობს არსებულ სიტუაციას, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვებს მშობლების და უფროსების სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება.

ქვემოთ წარმოდგენილია შესაძლო რეაქციებიბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და პრობლემების დაძლევის გზები.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები

შესაძლო რეაქციები

● მარტო დარჩენის შიში, ცუდი სიზმრები;
● მადის შეცვლა;
● მეტყველების სირთულეები;
● ტემპერამენტის მომატება, ყვირილი;
● მშობლებზე/მზრუნველზე „მიწებება“;
● შარდვის პრობლემები / ენურეზი (შარდვის შეუკავებლობა);
● დეფეკაციის პრობლემები/ ყაბზობა.

როგორ დავეხმაროთ ამ პრობლემების დაძლევაში:

● მოთმინებით და თანაგრძნობით;
● დარწმუნებით (სიტყვიერი და ფიზიკური ქმედებებით);
● წაახალისეთ გრძნობების გამოხატვა თამაშით, ისტორიების თხრობით და მოგონების გზით;
● შეიტანეთ მოკლევადიანი ცვლილებები ძილის განრიგში;
● დაგეგმეთ დამამშვიდებელი აქტივობები ძილის წინ;
● შეინარჩუნეთ ოჯახის ცხოვრების ჩვეული რიტმი;
● მოარიდეთ მედიის ზემოქმედებას.

სკოლის ასაკის ბავშვები (6-12 წლამდე)
შესაძლო რეაქციები

● აგრესიულ ქცევა, გაღიზიანება, შფოთვა;
● ღამის კოშმარები,
● მშობლებზე/მზრუნველზე „მიწებება“;
● ძილის/მადის დარღვევა;
● ფიზიკური სიმპტომები(თავის/მუცლის ტკივილი);
● თანატოლებთან ურთიერთობისგან თავის არიდება/ ინტერესის დაკარგვა;
● დავიწყება საშინაო დავალებების და სკოლაში მიღებული ახალი ინფორმაციის.

როგორ დავეხმაროთ ამ პრობლემების დაძლევაში:

● მოთმინებით, თანაგრძნობით, დარწმუნებით;
● მეგობრებთან ურთიერთობის წახალისებით: ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით, თამაშის სესიებით;
● ფიზიკური აქტივობებით, რეგულარული ვარჯიშით;
● საგანმანათლებლო საქმიანობებში ჩართვით (საგანმანათლებლო თამაშები);
● სახლის სტრუქტურირებულ საქმიანობებში ჩართვით;
● რბილი, მაგრამ მკაცრი ლიმიტების დაწესებით;
● განიხილეთ მიმდინარე პროცესები და წაახალისეთ შეკითხვები, ესაუბრეთ რა ხდება თქვენს ოჯახში და საზოგადოებში ;
● წაახალისეთ გრძნობების გამოხატვა თამაშის და საუბრის საშუალებით;
● ხელი შეუწყეთ იდეების გამოხატვას, ოჯახში ჯანმრთელობის გაუჯობესების, ქცევითი მოდელის შესახებ და შეინარჩუნეთ ოჯახის ცხოვრების ჩვეული რიტმი და წესი;
● შეზღუდეთ მედია საშულებების ზეგავლენა, ისაუბრეთ იმაზე, რაც იხილეს და მოისმინეს მედიაში და ასევე სკოლაში;
● განიხილეთ სტიგმის ან დისკრიმინაციის ნებისმიერი ფაქტი და განუმარტეთ დეზინფორმაცია.

მოზარდები(13-18 წლის)
შესაძლო რეაქციები

● ფიზიკური სიმპტომები(თავის/მუცლის ტკივილი);
● ძილის/მადის დარღვევა;
● ღელვა, ენერგიის დაქვეითება, აპათია;
● თანატოლებისგან და საყვარელი ადამიანებისგან იზოლირება;
● შფოთვა/ღელვა სტიგმის და უსამართლობის გამო;
● ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების თავის არიდებას.

როგორ დავეხმაროთ ამ პრობლემების დაძლევაში:

● მოთმინებით, თანაგრძნობით, დარწმუნებით;
● წაახალისეთ ცხოვრების ჩვეული რიტმი/წესი;
● წაახალისეთ საუბრები მიმდინარე პანდემიის შესახებ ოჯახში და თანატოლებთან (არ აიძულოთ);
● ურთიერთობის შენარჩუნებით მეგობრებთან: ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით, თამაშის სესიებით;
● ოჯახურ საქმეებში მონაწილეობით, მათ შორის უმცროსი და-ძმების მხარდაჭერაში და ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევის გასაუმჯობესებელი სტრატეგიების დაგეგმვაში;
● შეზღუდეთ მედია საშულებების ზეგავლენა, ისაუბრეთ იმაზე, რაც იხილეს / მოისმინეს მედიაში და ასევე სკოლაში;
● განიხილეთ და თვიდან აიცილეთ სტიგმა, ცრურწმენა და ნებისმიერი უსამართლობის გამოვლენა, რომლიც ეპიდემიის დროს ვლინდება.

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, ბავშვთა ტრავმული სტრესის ნაციონალური ქსელის[1] რეკომენდაციების გათვალისწინებით.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს გიჭირთ გაუმკლავდეთ შფოთვას ან გსურთ დახმარების მიღება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

კონსულტაციაზე დასარეგისტრირებელად ან შეკითხვისთვის გამოსაგზავნად მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდის პირადი შეტყობინების მეშვეობით ან დარეკეთ ბავშვთა დახმარების ხაზზე 116 111.

ჩვენ ვმუშაობთ 10:00 – 18:00 საათებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

[1] The National Child Traumatic Stress Network (NCTSN)
https://www.nctsn.org/

გადახედეთ მსგავს ბლოგებს

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]