ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება – სწორედ ამ თემას მიეძღვნა ტრენინგი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის (PHF) მულტიდისციპლინურმა გუნდმა, თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის და ფსიქოლოგებისთვის, 2021 წლის 9-11 დეკემბერს ჩაატარა.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა შორის ბავშვზე ძალადობის შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების ინტეგრირებული მიდგომების უპირატესობის შესახებ ცოდნის გაუმჯობესება.
სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ბავშვზე ძალადობის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის გაცნობოდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და დამაზიანებელი სექსუალური ქცევა, დამაზიანებელი სექსუალური ქცევის პრევენცია, ტრავმისა და სტრესის ბიო-ფსიქო -სოციალური მექანიზმები და სხვა.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მადლობას უხდის ტრენინგის მონაწილეებს და თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლობისთვის და ნაყოფიერი მუშაობისთვის.
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]