მიმდინარეობს გვერდის განახლება

ბლოგი

აპრილი 3, 2025

ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი: დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია

ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი: დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია

2019 წელს, ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი – დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია ქართულად ითარგმნა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მატრა პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი Defence for Children International-თან თანამშრომლობით.

● ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვის სტრუქტურულ ოქმებს შორის ყველაზე ფართო გამოყენება აშშ -ს ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) საგამოძიებო ინტერვიუს სტრუქტურული პროტოკოლი (ოქმი).

● კვლევებით დადასტურებულია, რომ NICHD პროტოკოლის დახმარებით ინტერვიუს ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება. მსგავსი შედეგი არცერთ სხვა მეთოდს არ მოუტანია.

● სტანდარტული NICHD პროტოკოლი უფრო სასარგებლოა, როდესაც ბავშვები “აქტიური გამჟღავნებლები” არიან, ანუ როდესაც ბავშვებმა მშობლებს ან მასწავლებელს უკვე განუცხადეს სექსუალური ძალადობის შესახებ.

● NICHD პროტოკოლის განახლებულ ვერსია (2014) უფრო მეტად ფოკუსირებულია იმ ბავშვთა სოციალურ-ემოციური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომლებიც უხალისოდ და რთულად ერთვებიან გამოკითხვის პროცესში.

● განახლებული ვერსიის მიზანია გაზარდოს ბავშვის ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. გამომკითხველებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვთან ურთიერთობის დასამყარებლად და ბავშვის თხრობისთვის წასახალისებლად.

გადახედეთ მსგავს ბლოგებს

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]