მიმდინარეობს გვერდის განახლება

ბლოგი

აპრილი 17, 2025

ტრენინგი ბავშვზე სექსუალური ძალადობის საკითხებზე ფსიქოლოგებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის

ტრენინგი ბავშვზე სექსუალური ძალადობის საკითხებზე ფსიქოლოგებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის

ბავშვზე სექსუალური ძალადობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და ყველა სოციალური ფენის ოჯახში გვხვდება. ასეთი ტიპის ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შეფასებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მნიშვნელოვანია ბავშვმა მაღალკვალიფიციური დახმარება მიიღოს პროფესიონალებისგან.

2017 წლის 24-26 აპრილს, ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროს (BICE) საერთაშორისო პროგრამის „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში CIS 2015-2017” და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, ფსიქოლოგებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის ჩატარდა 21 საათიანი ტრენინგი თემაზე: „სექსუალური ძალადობა ბავშვზე – კოორდინირებული რეაგირება სექსუალური ძალადობის შემთხვევებში“. ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თერაპიული მხარდაჭერა, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა ბავშვზე ძალადობის შემთხვევებში, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევის შეფასება სასამართლო პროცესისთვის და სხვ.

ტრენინგი გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით. მას ესწრებოდნენ თბილისის, ბათუმის და ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები.

ტრენინგს უძღვებოდა ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ოჯახის თერაპევტი და პარიზის „Le Centre des Buttes-Chaumont”-ის დამფუძნებელი, მარტინ ნისი.

გადახედეთ მსგავს ბლოგებს

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]