ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, 2020 წლის 23 ივნისს ჩატარდა ტრენინგი აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ტრენინგი მიეძღვნა აფხაზეთის ჯანდაცვის მუშაკების ცოდნის გაზრდას და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:(1) რა არის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა; (2) ვის შეუძლია რეფერალური და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა; (3) ვის უნდა მიმართოთ რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად და (4) როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება. ტრენინგს ესწრებოდნენ ქართველი და აფხაზი ექიმები, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი, კორპორაცია „ევექსის“ სამედიცინო ხარისხის განყოფილების დირექტორი, ქალბატონი დეა ნიჟარაძე.
ტრენინგის საშუალებით მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებულ ჯანდაცვის პროგრამებს, რეფერალურიმომსახურებისსახელმწიფოპროგრამას; ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია რეფერალური და სხვა ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის მექანიზმების შესახებ; გაიგეს თუ როგორ არის შესაძლებელი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობაში რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პაციენტთა ცოდნის გაზრდას ჯანმრთელობის მიღების უფლებაზე და ა.შ.
ტრენინგის მონაწილეებმა პოზიტიური უკუკავშირი გამოხატეს მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციასთან დაკავშირებით. მათი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა მომდევნო ეტაპის ტრენინგი.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და ჯეოქორი მადლობას უხდის ქალბატონ დეას ტრენინგის წარმართვის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]