18 ნოემბერი, 2018 წელი
წლევანდელი 18 ნოემბრის მთავარი მოწოდებაა – „ბავშვების გაძლიერება სექსუალური ძალადობის შესაჩერებლად“.
• რა არის ევროპის დღის აღნიშვნის მიზანი?
ეს დღე ეხება სხვადასხვა თემებს: ინტერნეტში არსებულ საფრთხეებს, სექსუალურ განათლებას, ბულინგს პირადი სურათების გამოყენებით, სექსუალური ძალადობისგან დაცვას სპორტში, სკოლაში და ოჯახში.
ეს დღე ასევე მიმართულია საზოგადოების ინფორმირებაზე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობაზე.
• ვისთვის არის ეს დღე?
• ბავშვებისთვის.
• მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, მათ შორის სხვადასხვა სპორტის მასწავლებლებისთვის და პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ.
• ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.
• არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის (მაგალითად, ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიები და სხვა).
Council of Europe Office in Georgia ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „გესმოდეთ ჩვენი“ – ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 18 ნოემბრის აღსანიშნავი ღონისძიება.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ონლაინ სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ამოცნობა, შესაბამისი დახმარების მოძიება.
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]