მიმდინარეობს გვერდის განახლება

ბლოგი

მარტი 6, 2025

“Start to Talk” – “დაიწყე საუბარი” კამპანიის გახსნა საქართველოში

ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება სპორტში ის თემაა, რომელსაც ჩვენგან ყურადღება სჭირდება. სპორტში სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვი გახდეს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ბავშებისთვის რთულია ამაზე საუბარი, ეს დუმილი უფროსებმა უნდა დაარღვიონ.

სპორტი ძალიან მნივშნელოვანია ბავშვებისთვის, სპორტულ აქტივობებს სიხარული მოაქვს და ჯანსაღ ჩვევებს ავითარებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბავშვებში თვითშეფასების და თავდაჯერებულობის ზრდას უწყობს ხელს. სპორტის საშუალებით, ბავშვები მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარებს იძენენ. ჩვენ, უფროსები კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა ყველა ბავშვისთვის.

სწორედ ასეთი ჯანსაღი ღირებულებების და გარემოს დამკვიდრებას ემსახურება “დაიწყე საუბარი” კამპანია. კამპანიის მთავარი მიზანია ყურადღება მივაქციოთ სპორტის სფეროში ბავშვზე სექსუალური ძალადობის გავრცელებას და მის ზეგავლენას; ხელი შევუწყოთ იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ბავშვების დასაცავად და დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ა.შ.

“Strat to Talk” – “დაიწყე საუბარი” – არის ევროპის საბჭოს მოწოდება, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის შეჩერების მიზნით მთავრობებმა და სპორტულმა სამყარომ ეფექტური ნაბიჯები გადადგან. ამ ინიციატივის განხორციელებით მთავრობები, სპორტული კლუბები, ასოციაციები და ფედერაციები, ასევე სპორტსმენები და მწვრთნელები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მიიღებენ კონკრეტულ და ეფექტურ ზომებს ძალადობის პრევენციის და რეაგირების მიმართულებით.

დღეს, 2021 წლის 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებების დღეს აღნიშნავს, სიმბოლურია და მისასალმებელია, რომ სწორედ დღეს საქართველო უერთდება ევროპის საბჭოს “Start to Talk” კამპანიას.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მიესალმება კამპანიის დაწყებას და მოხარულია, რომ მონაწილეობას ღებულობს ამ მართლაც მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ დაგეგმილი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ ორგანიზებულ კონფერენციაში.

გადახედეთ მსგავს ბლოგებს

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]

ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება სპორტში ის თემაა, რომელსაც ჩვენგან ყურადღება სჭირდება. სპორტში სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვი გახდეს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ბავშებისთვის რთულია ამაზე საუბარი, ეს დუმილი უფროსებმა უნდა დაარღვიონ. სპორტი ძალიან მნივშნელოვანია ბავშვებისთვის, სპორტულ აქტივობებს სიხარული მოაქვს და ჯანსაღ ჩვევებს ავითარებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბავშვებში თვითშეფასების და […]