მიმდინარეობს გვერდის განახლება

მომსახურება

კონსულტაციები

კონსულტაციები

ორშ - პარ 10:00 - 18:00

დამოკიდებულია ტრენინგის ტიპზე

ბავშვები, ახალგაზრდები, მშობლები, პრფესიონალები

ჩვენ კონსულტირებას ვუწევთ ბავშვებს, მათ მშობლებს და მზრუნველებს, ასევე, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს. ჩვენი მომსახურება მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების დაცვას და მისი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მომსახურების მისაღებად სასურველია წინასწარი ჩაწერა.
  • შემეცნებითი პროცესების, ემოციური მდგომარეობის, პიროვნული მახასიათებლების შეფასება
  • ბავშვზე ძალადობის შედეგად გამოწვეული ზიანის გამოვლენა
  • ბავშვის და მშობლების ურთიერთდამოკიდებულების შეფასება
  • ბავშვის, მშობლის, მეურვის კონსულტირება
  • ძალადობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა და სტრესის დაძლევა
  • იურიდიული კონსულტაცია ძალადობის რისკის და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახის წევრებისთვის
  • იურიდიული კონსულტირება ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და მართვაში ჩართული პროფესიონალებისთვის
  • ბავშვზე ძალადობის შემთხვევაზე რეაგირება და მართვა
  • დაზარალებული და მოწმე ბავშვის გამოკითხვის ჩატარება
  • ბავშვის მომზადება სასამართლო პროცესისთვის
  • ბავშვებთან მომუშავე სამზრუნველო და სააღმზრდელო დაწესებულებების საჭიროებების კვლევა, კონსულტირება, სუპერვიზია