პროექტის მიზანი:
- ძალადობის და ექსპლოატაციის მსხვერპლ ბავშვთა საჭიროებაზე მორგებული კოორდინირებული და ადექვატური რეაგირების დანერგვის ხელშეწყობა თბილისში, ბათუმში, თელავში და მიმდებარე რეგიონებში.
ამოცანები:
- შესაძლებლობების განვითარების ტრენინგების ციკლი პროფესიონალებისთვის;
- ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირების, დაცვისა და ზრუნვის სახელმძღვანელოს და ინსტრუმენტთა ნაკრების მომზადება;
- სამედიცინო, ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს, პედაგოგიური სპეციალობების და პოლიციის აკადემიის სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამების (5) მომზადება;
- სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა.