მიმდინარეობს გვერდის განახლება

პროექტები

დასრულებული

ბავშვთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპაში – სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, ლიტვაში და უკრაინაში

იანვარი 2019 -
დეკემბერი 2021

BICE - Bureau International Catholique de l’Enfance

პროგრამის გლობალური მიზანი:

ნდობის წრეში ბავშვზე ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

პროგრამის კონკრეტული მიზნები:

• გააუმჯობესოს ბავშვებისა და მათი გარემოცვის უნარები, რათა თავიდან აიცილონ, დაადგინონ, მიიღონ მხარდაჭერა და შეატყობინონ ძალადობას, განსაკუთრებით სექსუალურ ძალადობას.
• ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ხარისხის გაუმჯობესება.

შედეგები:

შედეგი 1 – ბავშვების ცნობიერება ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შესახებ გაზრდილია, რაც მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ რეაგირება და დაცვის შესაძლებლობის მქონე პირის იდენტიფიცირება.
შედეგი 2 – ბავშვის ნდობის წრე უკეთ არის ინფორმირებული და ბავშვებთან ერთად ახორციელებს მათი უკეთ დაცვის უზრუნველმყოფელ მოქმედებებს.
შედეგი 3 – ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მათი ოჯახები სარგებლობენ მულტიდისციპლინური მხარდაჭერით (სამედიცინო, ფსიქოსოციალური და იურიდიული), რომელიც არის სპეციალიზებული, ყოვლისმომცველი და ეფექტური.
შედეგი 4 – მედიის ცნობიერება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის საკითხზე გაუმჯობესდა, შედეგად, მათი ხედვა გამსჭვალულია ბავშვის უფლებების პატივისცემით და ბავშვი მსხვერპლის მიმართ სტიგმის შემცირებით.