აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები
6 – 18 თვის ასაკის ბავშვები
ამ ასაკის ბავშვები აქტიურად ავითარებენ ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას.
საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ ფუნქციის და თვითრეგულირების ძირითადი კომპონენტები. მათი გამოყენებისას უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვილის ინტერესებს და შეარჩიონ ისეთი აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს მას, ამასთანავე მისცენ ბავშვს უფლება განსაზღვროს თამაშის ხანგრძლივობა.
დამალე და იპოვნე თამაში მუშა მეხსიერებას ავარჯიშებს, რადგან უბიძგებს პატარას დაიმახსოვროს ვინ იმალება და ასევე ავარჯიშებს თვითკონტროლის ძირითად უნარებს. დამალობანას თამაში შესანიშნავი საშუალებაა მუშა მეხსიერების სტიმულირებისთვის.
იმიტაცია ან კოპირების თამაში – ჩვილებს უყვართ უფროსების კოპირება. როდესაც ისინი ბაძავენ უფროსს, მათ თვალყური უნდა ადევნონ თქვენს ქმედებებს, დაიმახსოვრონ ისინი, დაელოდონ თავის რიგს და შემდეგ გაიხსენონ რა გააკეთეთ. ამით ისინი ავარჯიშებენ ყურადღებას, მუშა მეხსიერებას და თვითკონტროლს.
მარტივი როლური თამაში – ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს უყვართ იმ ამოცანების შესრულება, რომელსაც ხედავენ, რომ თქვენ ასრულებთ.
თითებით თამაში – სიმღერები თუ წამღერება ხელის მარტივი მოძრაობებთან ერთად ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის და ავითარებს თვითკონტროლს და მუშა მეხსიერებას, ასევე მეტყველებას. https://www.youtube.com/watch?v=bRNDu3O2VQY
საუბარი –ადრეული ბავშვობის პერიოდში მარტივი საუბარი მშვენიერი საშუალებაა ყურადღების, სამუშაო მეხსიერების და თვითკონტროლის შესაქმნელად.
მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:https://bit.ly/3ke3tuY
ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი, გრუმინგი, სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია. ასევე, იმატებს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვზე სექსუალური ძალადობის მასალები. ონლაინ ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა და […]
ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. ძირითადი რისკები 1. ზედამხედველობის ნაკლებობა ან […]
კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს. ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა თავად ყველაზე ნაკლებად […]
რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]
რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]
ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]
მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესებას და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი მიდგომების და აზროვნების გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]
აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად. უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები შეიძლება უფრო დამოუკიდებლები იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]