აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები
3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის
ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად. უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები შეიძლება უფრო დამოუკიდებლები იყვნენ. საბოლოო მიზანია: ბავშვები ჩამოვაცილოთ უფროსების ხელმძღვანელობას. ასე რომ, როცა ხედავთ, რომ ბავშვი მზადაა დამოუკიდებლად შეასრულოს აქტივობები, შეეცადეთ შეამციროთ თქვენი მხარდაჭერა.
წარმოსახვითი თამაში
წარმოსახვითი თამაშების დროს, ბავშვები როლების შესრულებისას, ავითარებენ წესებს, რათა წარმართონ საკუთარი ქმედებები, გონებაში აყალიბებენ კომპლექსურ იდეებს და მოქმედებენ წესების შესაბამისად, თრგუნავენ იმპულსებს ან მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება „როლს“. მოთამაშეები ხშირად იღებენ იდეებს საკუთარი ცხოვრებიდან, როგორიცაა ექიმთან ვიზიტი. ბავშვი ამ როლში იქცევა, როგორც „ავადმყოფი“, რომელიც ექიმთან გამოკვლევაზე ან აცრის გასაკეთებლად იმყოფება, ან როგორც “ექიმი” საუბრობს და მოქმედებს ექიმის მსგავსად (საუბრობს მშვიდად და ამშვიდებს ბავშვს), ან როგორც “ავადმყოფი ბავშვი” საუბრობს და მოქმედებს როგორც ავადმყოფი (სევდიანი და შეშინებული). ხოლო ბავშვი “მშობლის” როლში საუბრობს და მოქმედებს როგორც შეშფოთებული მშობელი (შეშფოთებული და მზრუნველი). იმ დროს, როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები მარტო ან პარალელურად თამაშობენ, 3-დან-5 წლის ასაკის ბავშვები ერთად თამაშს სწავლობენ და ხშირად არეგულირებენ ერთმანეთის ქცევას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია თვითრეგულირების განვითარებაში.
მაღალი დონის წარმოსახვითი თამაშის მხარდაჭერის გზები:
თხრობა
ბავშვებს უყვართ ისტორიების შეთხზვა და მოყოლა. მათი ადრეული ისტორიები, როგორც წესი, არის მოვლენების სერია, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია წინა მოვლენასთან, მაგრამ არ გააჩნია რაიმე უფრო დიდი სტრუქტურა. პრაქტიკით ბავშვები უფრო რთულ და ორგანიზებულ სიუჟეტს ავითარებენ. ისტორიის თხრობის სირთულის ზრდასთან ერთად, ბავშვები მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვასა და მანიპულირებაში ვარჯიშობენ.
მოძრაობის გამოწვევები: სიმღერები და თამაშები
სიმღერის და მოძრაობის თამაშები აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების მხარდამჭერია, რადგან ბავშვებმა უნდა იმოძრაონ გარკვეული რიტმით და მოახდინონ სიტყვების სინქრონიზაცია მოძრაობასთან და მუსიკასთან. ყველა ეს ამოცანა ხელს უწყობს კონტროლის და მუშა მეხსიერების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად, ბავშვების დაინტერესების და გამოწვევისთვის, სიმღერები და თამაშები თანდათანობით გართულდეს.
მშვიდი თამაშები და სხვა აქტივობები
ბავშვებისთვის შედარების და დახარისხების აქტივობები ჯერ კიდევ სახალისოა, მაგრამ ახლა ბავშვებს შეგიძლიათ სთხოვოთ საგნები დაახარისხონ სხვადასხვა წესებით, რაც ხელს უწყობს კოგნიტურ მოქნილობას. ბავშვებს შეუძლიათ ჯერ ერთი წესით დახარისხება ან დაწყვილება (მაგალითად, ფერის მიხედვით), შემდეგ კი სწრაფად გადაერთონ ახალ წესზე (მაგალითად, ფორმის მიხედვით).უფრო რთული ვერსიისთვის, ითამაშეთ თამაში, მაგრამ შეცვალეთ წესი თითოეული წყვილისთვის. ან ითამაშე ბინგო ან ლოტო, თამაში, რომელშიც ბავშვებმა ბარათზე უნდა მონიშნონ ლიდერის მიერ დასახელებული საპირისპირო სურათი (მაგ., ლიდერი ამბობს „დღე“, ბავშვმა უნდა მონიშნოს „ღამის“ სურათი). ბავშვებმა უნდა დათრგუნონ მიდრეკილება მონიშნონ ნახატი, რომელიც ემთხვევა დასახელებულ სურათს, ასევე არ უნდა დაივიწყონ თამაშის წესები.
მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Activities Guide: Enhancing and Practicing Executive Function Skills with Children from Infancy to Adolescence: https://bit.ly/3wsHrsZ
ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი, გრუმინგი, სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია. ასევე, იმატებს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვზე სექსუალური ძალადობის მასალები. ონლაინ ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა და […]
ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. ძირითადი რისკები 1. ზედამხედველობის ნაკლებობა ან […]
კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს. ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა თავად ყველაზე ნაკლებად […]
რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]
რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]
ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]
მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესებას და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი მიდგომების და აზროვნების გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]
აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად. უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები შეიძლება უფრო დამოუკიდებლები იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]