მიმდინარეობს გვერდის განახლება

რესურსები

ბავშვებისთვის

ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში

ბავშვებისთვის

ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში

ინტერნეტი საოცარი გამოგონებაა, რომელზეც მე და ჩემს თანატოლებს ბავშვობაში შეგვეძლო მხოლოდ გვეოცნება. თქვენთვის კი ეს სრულიად ჩვეულებრივი რამაა.

ინტერნეტი მართლაც რომ საინტერესო და სახალისო სამყაროა. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით ეზიაროს საკვირველ და საინტერესო სამყაროს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადაადგილდეს სულ რამდენიმე წამის განმავლობაში. მრავალფეროვან შესაძლებლობათაგან ყოველ ადამიანს შეუძლია ის აირჩიოს რაც უფრო მოსწონს– თამაშები, ფილმები, კონცერტები, საინტერესო ამბები ცხოველების, ქვეყნების თუ ცნობილი ადამიანების შესახებ და სხვა.

ადამიანები ვებკამერით ურთიერთობენ საზღვარგარეთ მყოფ ნათესავებსა და მეგობრებთან, ბავშვები ონლაინ აკეთებენ ხოლმე თავიანთ საშინაო დავალებებს. დღესდღეობით ძალზე გავრცელებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ბავშვების მიერ ინფორმაციის, ფოტოების, ვიდეოების ატვირთვა, ასევე – ფორუმებზე დარეგისტრირება, ადამიანების გაცნობა.

ამ სახალისო და საინტერესო სამყაროში ისეთი საფრთხეებიც გვხვდება, რომლებიც, ერთი შეხედვით, უხილავია. ვინაიდან ინტერნეტი ვირტუალური სივრცეა, ინტერნეტში ძალიან ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ურთიერთობს სინამდვილეში თქვენთან – თქვენი თანატოლი თუ ავი განზრახვების მქონე ცუდი ადამიანი, ასევე – ვინ დაათვალიერებს და როგორ გამოიყენებს თქვენ მიერ დადებულ ფოტოებს, ვინ წაიკითხავს და როგორ ისარგებლებს თქვენ მიერ გაზიარებული ამბებით და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ბავშვს, რომლებიც ინტერნეტში უცნობებს ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

 

რა ფარული საფრთხეებია ინტერნეტში?

შეუფერებელი, ბავშვისთვის საზიანო საიტები, რომლებზეც ბავშვი შეიძლება შევიდეს და შემთხვევით გადააწყდეს მისთვის შოკის მომგვრელ, შემზარავ, მიუღებელ, გაუგებარ რამეებს.

დამამცირებელი, სამარცხვინო ან ზიანის მომტანი ამბების, ფოტოების, ვიდეოების გავრცელება – მაგალითად, ჭორების გავრცელება, ფოტოების გაყალბება, ძალიან პირადული ამბის გამჟღავნება და სხვა. ამან შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს ბავშვზე.

სახიფათო ურთიერთობები – იმ ადამიანებთან რომლებსაც ბოროტი განზრახვები ამოძრავებთ, სურთ ბავშვების მოტყუება ან არიან მოძალადეები. ასეთი ადამიანები თავიანთ ნამდვილ ვინაობას მალავენ, ბავშვებს უმეგობრდებიან და შემდეგ სთავაზობენ, რომ ვებ. კამერის წინ გაიხადონ ან თვითონ შიშვლდებიან და ბავშვს აყურებინებენ.

ცუდი ქცევები, მაგალითად, „მეგობრების“ წაბაძვით გინება, შეურაცხყოფა და სხვა დამამცირებელი ქცევები.

ომპიუტერული ვირუსები – იმის გამო, რომ ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, ისინი ვერ ხვდებიან, რომ, მაგალითად თამაშების გადმოწერით ვირუსებსაც იწერენ, რაც კომპიუტერს აფუჭებს და ამას გარდა, უცნობ ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ შევიდნენ ბავშვის კომპიუტერში არსებულ ფაილებზე, ვებკამერაზე და ეს ყველაფერი ცუდი მიზნებისთვის გამოიყენონ.

ამიტომ აუცილებელია იცოდეთ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების 10 წესი.

1. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.
2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.
3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.
4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად
ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
8. დაიცავით ოჯახის წესები – მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე – რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი – არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.

ამ წესების დაცვით და მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენით, თქვენ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას შეძლებთ.
გისურვებთ სასიამოვნო, საინტერესო და მშვიდობიან მოგზაურობას ინტერნეტსივრცეში.
თუ გაგიჩნდათ კითხვები ან რჩევა გჭირდებათ, დაგვირეკეთ ნომერზე 116 111.

გადახედეთ მსგავს რესურსებს

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის   ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს  ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ  უნარების გამოყენებას. 5-7 წლის  ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვემოთ წარმოდგენილი თამაშები ხელს უწყობენ სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია თამაშებისა და აქტივობების სირთულის სტაბილური ზრდა. სამაგიდო თამაშები კარტით თამაშები, რომლებშიც ბავშვებს თამაშის დროს  კარტის თვალყურის დევნება უწევთ, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, დაგეგმვის და სტრატეგიის განვითარებით ხელს უწყობს გონებრივ […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები ამ ასაკის  ბავშვები აქტიურად ავითარებენ  ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების  უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების  ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას. საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს  შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ […]

ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში

ინტერნეტი საოცარი გამოგონებაა, რომელზეც მე და ჩემს თანატოლებს ბავშვობაში შეგვეძლო მხოლოდ გვეოცნება. თქვენთვის კი ეს სრულიად ჩვეულებრივი რამაა. ინტერნეტი მართლაც რომ საინტერესო და სახალისო სამყაროა. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით ეზიაროს საკვირველ და საინტერესო სამყაროს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადაადგილდეს სულ რამდენიმე წამის განმავლობაში. მრავალფეროვან შესაძლებლობათაგან ყოველ ადამიანს შეუძლია ის აირჩიოს რაც უფრო […]

ბავშვზე სექსუალური ძალადობის დიაგნოსტირება

ხშირად სექსუალური ძალადობა სხვა ტიპის ძალადობებთანაა დაკავშირებული. სექსუალურ ძალადობასთან გამკლავებაში თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ამ ტიპის ძალადობის არსებობისას, ექიმმა რაც შეიძლება ადრე უნდა მიიღოს რჩევა ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტისაგან. სექსუალური ძალადობა ბავშვზე სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს: მომხდარი ზოგჯერ გასაუბრების დროს შეიძლება ამოტივტივდეს, ზოგჯერ ექიმის მიერ გასინჯვის დროს. მოძალადეს ბავშვთან სპეციფიკური ურთიერთობა აქვს – ის შეიძლება ეფერებოდეს და […]