მიმდინარეობს გვერდის განახლება

რესურსები

ბავშვებისთვის

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბავშვებისთვის

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა.
რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ.

ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია გაავლო ზღვარი უწყინარ ხუმრობას

– ბანტერსა და ბულინგს შორის. კომენტარის ან პოსტის არასწორ ინტერპრეტაციას საკმაოდ ხშირი ხასიათი აქვს, რადგან ვერ ხედავთ პოსტის ავტორის სახეს ან არ გესმით მისი ტონი. შეიძლება თქვენ არ გქონოდათ განზრახული ვინმეს გრძნობების შელახვა, მაგრამ ის, რაც თქვენ მეგობრულ ხუმრობად მიგაჩნიათ, შეიძლება სხვის დაჩაგვრად ჩაითვალოს. აი, როგორ შეგიძლიათ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება:

არ შეეხოთ განსაკუთრებულად პირადულ თემებს

დააწესეთ გარკვეული შეზღუდვები. სხვისი გარეგნობის ან მათი იდენტობის მახასიათებლების არჩევა, როგორიცაა გენდერი, რასა, სექსუალობა ან რელიგია, არ უნდა გახდეს ხუმრობის თემა. გარდა ამისა, თუ ადამიანს კარგად იცნობთ, ალბათ უკვე იცით რამ შეიძლება მას გული ატკინოს. თუ იცით, რომ ეს მისთვის მგრძნობიარე თემაა, უმჯობესია არ აყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იგი თავად იყოს ხუმრობის ინიციატორი!

მომხდარის შემდეგ „უბრალოდ ვიხუმრე“ -ს თქმა არ შველის

მაშინაც კი, თუ თქვენს ნათქვამს ან დაწერილს უბრალო ხუმრობად მიიჩნევდით, თუმცა ამით სხვას აწყენინეთ, უმჯობესია ბოდიში მოიხადოთ. შეეცადეთ არ იკამათოთ იმაზე, თუ რას გულისხმობდით ამ ხუმრობით, რადგან ეს ხშირად სიტუაციის გამწვავებას იწვევს. შეეცადეთ თავი ამ ადამიანის ადგილზე წარმოიდგინოთ და გახსოვდეთ, სიტუაციის გამოსწორების საუკეთესო გზა ბოდიშის მოხდაა.

ნუ იქნები პასიური მეთვალყურე

თუ გრძნობთ, რომ ვიღაცას ზედმეტი მოუვიდა ჯგუფურ ჩატში, მორიდებით უთხარით, რომ მისი ნათქვამი შეიძლება არასწორად იქნას მიღებული – ამის გაკეთება პოსტზე კომენტარის საშუალებით ან პირდაპირი შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ. როდესაც იგი გააცნობიერებს, რომ მისი ხუმრობა უადგილო ან გადამეტებული იყო, ის დიდი ალბათობით გაჩერდება. და თუ არ გაჩერდა, მოიძიეთ დახმარება – „დაარეპორტეთ“, ან უთხარით ამის შესახებ თქვენთვის სანდო ზრდასრულ ადამიანს.

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

გადახედეთ მსგავს რესურსებს

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი, გრუმინგი, სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია. ასევე, იმატებს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვზე სექსუალური ძალადობის მასალები. ონლაინ ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა და […]

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. ძირითადი რისკები 1. ზედამხედველობის ნაკლებობა ან […]

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს. ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა თავად ყველაზე ნაკლებად […]

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის   ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]