მიმდინარეობს გვერდის განახლება

რესურსები

მშობლებისთვის

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

მშობლებისთვის

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.
ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა თავად ყველაზე ნაკლებად შეუტანიათ წვლილი ამ პრობლემის შექმნაში.

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა:

• სიცხისგან გამოწვეული დაავადებები — ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიცხის სტრესის, გაუწყლოების და მზის დარტყმის მიმართ, მათი მცირე სხეულის ზომისა და ჯერ კიდევ განვითარებადი ფიზიოლოგიის გამო.
• სუნთქვის პრობლემები — ჰაერის დაბინძურებისა და ალერგენების მატება აუარესებს ასთმასა და სხვა სუნთქვით პრობლემებს.
• ინფექციური დაავადებები — მაღალი ტემპერატურა და ნალექების ცვლილება ზრდის ვექტორებით (გადამტანებით) გადაცემული დაავადებების (მაგალითად, მალარია, დენგე) გავრცელების არეალს.
• კვების უკმარისობა — კლიმატის გამო მოსავლიანობის შემცირება და საკვების დეფიციტი ზრდის ბავშვებში არასაკმარისი კვების რისკს, განსაკუთრებით მოწყვლად რეგიონებში.
• ტრავმები და დაზიანებები — ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები, შეიძლება ფიზიკური დაზიანებების ან იძულებითი გადაადგილების მიზეზი გახდეს.


ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა:

• შფოთვა და ეკო-სტრესი — ბავშვებმა შეიძლება განიცადონ შიში, სევდა ან უიმედობა პლანეტის მომავალთან დაკავშირებით.
• ტრავმა და პოსტ – ტრამვული სტრესული აშლილობები — კლიმატური კატასტროფების გამოცდამ შეიძლება გამოიწვიოს პოსტტრავმული სტრესი, დეპრესია ან შფოთვის დარღვევები.
• სტაბილურობის დაკარგვა — გადაადგილება ან საზოგადოების რღვევა გავლენას ახდენს ბავშვების უსაფრთხოების და კუთვნილების განცდაზე.


როგორ ვიმოქმედოთ – რეკომენდაციები:

• ვასწავლოთ ბავშვებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები და მისგან დაცვის გზები, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით.
• უზრუნველვყოთ, რომ სკოლებს და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს ჰქონდეთ საგანგებო მდგომარეობაში თავდაცვის გეგმები.
• უზრუნველვყოთ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, მათ შორის, კლიმატური კატასტროფებით დაზარალებულთა დახმარება.
• გავაუმჯობესოთ ქალაქის დაგეგმარება სიცხის კუნძულებისა და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.
• ვიმოქმედოთ ძლიერი კლიმატური პოლიტიკის მხარდასაჭერად, ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უფლების დასაცავად.
• დავეხმაროთ ოჯახებს გამძლეობისა და მდგრადობის გაძლიერებაში, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრებლის, საკვების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში.

ბავშვებს ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვით კლიმატის კრიზისის შექმნაში, მაგრამ ისინი ყველაზე ძლიერად განიცდიან მის შედეგებს. მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა გადამწყვეტია მდგრადი მომავლისთვის.

რჩევები მშობლებისთვის: როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხის დროს

კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. პატარა ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან უკიდურესი სიცხის მიმართ, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ ვითარდება და სხეულის ტემპერატურის რეგულაციაც ნაკლებად არის ჩამოყალიბებული. ამის გამო სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის და სიმძიმის დარღვევები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სხეულის გადახურების პრევენციული ზომების მიღება.

ქვემოთ ჩამოთვლილია, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ ვიმოქმედოთ:

სითხის საკმარისი მიღება:
• დაალევინეთ ბავშვებს წყალი რეგულარულად, თუნდაც არ გრძნობდნენ წყურვილს.
• თავიდან აიცილეთ ტკბილი სასმელები და კოფეინის შემცველი სითხეები, რომლებიც ხელს უწყობს გაუწყლოებას.

სიგრილეში ყოფნა:
• ბავშვები ყველაზე ცხელ პერიოდში (ძირითადად 11:00-დან 16:00-მდე) დატოვეთ შენობაში.
• გამოიყენეთ ვენტილატორი ან კონდიციონერი, თუ ხელმისაწვდომია.
• ჩააცვით ბავშვებს ღია ფერის, თავისუფალი და ბამბის ტანსაცმელი.
• გააგრილეთ ბავშვები თბილი შხაპით ან ნამიანი პირსახოცით.

კანისა და თვალების დაცვა:
• გარეთ ყოფნისას წაუსვით ბავშვებს მზისგან დამცავი კრემი ყოველ ორ საათში.
• გამოიყენეთ ქუდები და მზის სათვალეები დამატებითი დაცვისთვის.

უსაფრთხო აქტივობების დაგეგმვა:
• თავი აარიდეთ ძლიერ ფიზიკურ აქტივობას ღია სივრცეში ძლიერი სიცხის დროს.
• შეარჩიეთ ჩრდილოვანი ადგილები ან დახურული სივრცეები თამაშისთვის.

სითბური დარტყმის თავიდან აცილება:
• დააკვირდით სითბური დარტყმის ნიშნებს: სისუსტე, თავბრუსხვევა, გადაჭარბებული ოფლიანობა, აჩქარებული პულსი, თავის ტკივილი ან გულისრევა.
• თუ ბავშვი ავლენს სიცხისგან გამოფიტვის ან სითბური დარტყმის სიმპტომებს (მაგ. დაბნეულობა, გონების დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა:
• სიცხის პერიოდში შეამოწმეთ ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები.
• ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის დროს ფანჯრები დახურული დატოვეთ.
• მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ, როცა ჰაერის ხარისხი ცუდია.

ვექტორით გადაცემადი დაავადებების თავიდან აცილება:
• გამოიყენეთ ბადეები, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და უზრუნველყავით საცხოვრებელი გარემოს სისუფთავე, რათა თავიდან აიცილოთ მწერების კბენა, განსაკუთრებით თბილ და ნესტიან პირობებში.

მენტალური ჯანმრთელობის დაცვა:
• მშვიდად ესაუბრეთ ბავშვებს ძლიერ სიცხეზე, რომ შეამციროთ მათი შფოთვა.
• დაარწმუნეთ, რომ გაქვთ გეგმა მათი უსაფრთხოებისთვის.
• შეინარჩუნეთ ყოველდღიური რუტინა ბავშვებში სტაბილურობის შეგრძნების შესანარჩუნებლად.

კვების უსაფრთხოება:
• უზრუნველყავით საკვების უსაფრთხო შენახვა მაღალი ტემპერატურის პირობებში, რათა თავიდან აიცილოთ გაფუჭება და საკვებით მოწამვლა.
• მიაწოდეთ ბავშვებს სრულფასოვანი საკვები, რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იმუნიტეტი.

გადაუდებელი მდგომარეობის დაგეგმვა:
• მზად გქონდეთ ოჯახის საგანგებო გეგმა სიცხის ტალღის ან ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.
• ხელთ იქონიეთ საჭირო ნივთები: წყალი, საკვები, მედიკამენტები და მნიშვნელოვანი საკონტაქტო ნომრები.

გადახედეთ მსგავს რესურსებს

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. ძირითადი რისკები 1. ზედამხედველობის ნაკლებობა ან […]

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს. ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა თავად ყველაზე ნაკლებად […]

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის   ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს  ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ  უნარების გამოყენებას. 5-7 წლის  ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]