პირველი სახელმწიფოების განვითარების უძველეს პერიოდში ბავშვის უფლებების მიმართ ფუნდამენტური პოზიცია იყო მოზრდილის (უმეტესად მამის) სრული ძალაუფლება პრაქტიკულად ნებისმიერი ასაკის შვილზე.
მაგალითად, რომის სახელმწიფოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-I საუკუნეებიდან, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 235 წლამდე, აბსოლუტური იყო მხოლოდ მამის ძალაუფლება თავის შვილებზე, და არა ორივე მშობლის. მხოლოდ მამას შეეძლო განეკარგა შვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მას ჰქონდა უფლება, გადაეწყვიტა, შეენარჩუნებინა თუ არა სიცოცხლე ახალშობილი შვილისთვის. მამას უფლება ჰქონდა, მონად გაეყიდა ან სულაც გადაეგდო თავისი შვილი.
ძველი ბაბილონის კანონმდებლობა ითვალისწინებდა ძალიან მკაცრ სასჯელს „ურჩი შვილებისთვის“: „უკეთუ შვილმა მამას გაარტყა, ხელის მტევანი უნდა მოაჭრან”. ასევე, თუ შვილობილი ეტყოდა თავის მამას ან დედას, რომლებმაც ის გაზარდეს – „შენ არ ხარ ჩემი მამა“, „შენ არ ხარ ჩემი დედა“, – მას ენას მოაჭრიდნენ.
თუმცა, უძველესი დროიდანვე დაიწყო გარკვეული კატეგორიის ბავშვების განსაკუთრებული მოწყვლადობის გაცნობიერება და ბავშვებზე ძალადობის მიმართ შეუწყნარებლობის სახელმწიფო პოზიციის ჩამოყალიბება. მაგალითად, რომის იმპერიის შექმნის პერიოდში, მამის სრული ძალაუფლება შვილებზე მნიშვნელოვნად შეიზღუდა. IV საუკუნეში, იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, მამას წაერთვა „შვილის სიცოცხლის და სიკვდილის უფლება“. ასევე აიკრძალა შვილის გადაგდების უფლება, გარდა თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაბადებული ბავშვებისა. შვილის მოკვლისთვის დადგინდა სასჯელის ზომა – სიკვდილით დასჯა. ამავე დროს გამოიცა კანონი, რომლის თანახმად სახელმწიფოს შეეძლო გაეთავისუფლებინათ ვაჟი მამის ძალაუფლებისგან (პატრია პოტესტას). ამდენად, ბავშვის პიროვნებაზე მამის გავლენამ ამ პერიოდისთვის თითქმის მთელი პატრიარქალური სიმძაფრე დაკარგა.
ძვ. წელთაღრიცხვის XVIII საუკუნეში, ბაბილონის მეფე ხამურაბიმ _ „სიბრძნის მეცნიერმა” და „სამართლის მეფემ” – შექმნა კანონები, რომლებიც 1 500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდნენ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე, ამ კანონების მიხედვით, ქონებასა და სიმდიდრეზე მაღლა იდგა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბავშვები. ადამიანის სიცოცხლე არასრულფასოვნად ითვლებოდა, თუ მას რამდენიმე შვილი არ ჰყავდა. მკაცრად ისჯებოდა ბავშვების მოტაცება და გაცვლა: „თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, მას მოკლავენ და დამარხავენ რიტუალის გარეშე“.
კანონების შექმნა ძალადობისგან ბავშვთა დასაცავად, დაკავშირებულია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფართოდ გავრცელებასთან და ძალადობის მძიმე შედეგებთან. თუმცა, ეს სამართლებრივი აქტები შეეხებოდა ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ან ბავშვთა ძირითადი საჭიროებების უგულებელყოფის ცალკეულ გავრცელებულ ფორმებს. მაგალითად, XIII საუკუნის პირველ ნახევარში, ინგლისის მეფის მიერ გამოცემული ვინჩესტერის სტატუსის მიხედვით, ქალებს ეკრძალებოდათ ერთ საწოლში წოლა ჩვილ ბავშვებთან. აკრძალვის დარღვევა ისჯებოდა დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმით. ამ ნორმის გაჩენა დაკავშირებული იყო ინგლისში მრავალი ჩვილი ბავშვის გარდაცვალებასთან, რომლებიც ძილში შემთხვევით გაგუდეს მათმა დედებმა.
1874 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შვილად აყვანილი გოგონას, მერი ელენის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევის გამჟღავნებას. მშობლები, რომლებმაც მერი ელენი შვილად აიყვანეს, სასტიკად სცემდნენ მას, საწოლზე აბამდნენ, აშიმშილებდნენ. ნიუ იორკის პოლიციამ ვერაფრით შეძლო გოგონას დახმარება, რადგან არ არსებობდა კანონი ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ. სამაგიეროდ, არსებობდა კანონი შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ. ამდენად, გოგონას დახმარება და მოძალადე მშობლებისგან მისი დაცვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვის უფლებები გაუთანაბრეს ცხოველთა უფლებებს. ამ შემთხვევის გავლენით, სწორედ ცხოველთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ჰენრი ბერგმა დააარსა აშშ-ში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პირველი საზოგადოება 1875 წელს.
უფრო მოგვიანებით, დიდ ბრიტანეთში შეიქმნა ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ნაციონალური საზოგადოება (NSPCC). დღეს ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას მნიშვნელოვანი რაოდენობის სპეციალიზებული ცენტრები გააჩნია და ის ისეთივე დიდ როლს ასრულებს ბავშვებზე ძალადობის გამოვლენის და მათთვის დახმარების გაწევის მხრივ, როგორც სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურები.
მართალია, ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობის საკითხი ასწლეულების მანძილზე საზოგადოების შეშფოთებას და წუხილს იწვევდა, მაგრამ ამ პრობლემას ფართო გამოხმაურება არ ჰქონია. მნიშვნელოვანი პოზიტიური გარდატეხა ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაში მოახდინა პედიატრმა ჰენრი კემპემ (Henry Kempe). მან, 1961 წელს, ამერიკის პედიატრიის აკადემიის ყოველწლიურ სხდომაზე წარმოადგინა ფუნდამენტური კვლევის შედეგები, რომელშიც პირველად იყო ნახსენები ტერმინი „ნაცემი ბავშვის სინდრომი“ (The Battered-Child Syndrome). ამ ტერმინით კემპე აღწერდა და განსაზღვრავდა ბავშვებში ეგრეთ წოდებული აუხსნელი დაზიანებების ბუნებას.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ დროიდან, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, ბავშვებთან მომუშავე მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა აღიარეს ბავშვთა მიმართ ძალადობის ფენომენი (Child Abuse and Neglect-ფენომენი, CAN-ფენომენი), როგორც სპეციალური პრობლემა, რომლის გადასაჭრელად საჭიროა სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების, მშობლებისა და მთელი საზოგადოების ძალისხმევათა გაერთიანება. თუმცა, დასამალი არაა, რომ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სრულფასოვანი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ბავშვთა ეფექტურ დაცვას ძალადობის ყველა ფორმისგან. ძალადობის შეჩერებას და მსხვერპლთა დახმარებისთვის საჭირო ადეკვატური ზომების მიღებას განსაკუთრებით უშლის ხელს ბავშვზე ძალადობის, როგორც გავრცელებული სოციალური მოვლენის აღიარებისგან თავის არიდება.
რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]
რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]
ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]
მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესებას და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი მიდგომების და აზროვნების გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]
აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად. უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები შეიძლება უფრო დამოუკიდებლები იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ უნარების გამოყენებას. 5-7 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვემოთ წარმოდგენილი თამაშები ხელს უწყობენ სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია თამაშებისა და აქტივობების სირთულის სტაბილური ზრდა. სამაგიდო თამაშები კარტით თამაშები, რომლებშიც ბავშვებს თამაშის დროს კარტის თვალყურის დევნება უწევთ, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, დაგეგმვის და სტრატეგიის განვითარებით ხელს უწყობს გონებრივ […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები ამ ასაკის ბავშვები აქტიურად ავითარებენ ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას. საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ […]