მიმდინარეობს გვერდის განახლება

რესურსები

მშობლებისთვის

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

მშობლებისთვის

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს

ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის არასასიამოვნო, შემაწუხებელი, ან სახიფათოც კი არის. ეს შეიძლება მომდინარეობდეს უცხო ადამიანებისგან, ან ონლაინ „მეგობრებისგან“, რომლებსაც თქვენი შვილი პირისპირ არ შემხვედრია.

რა არის გრუმინგი?

„გრუმინგი“ არასასურველი კონტაქტის, ონლაინ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმაა. გრუმინგია როდესაც უცხო ადამიანი -„გრუმერი“, ბავშვთან ამყარებს ურთიერთობას სექსუალური ძალადობის განხორციელების მიზნით. ძალადობა შეიძლება მოხდეს ფიზიკური შეხვედრის დროს, მაგრამ ეს უფრო ხშირად ხდება ონლაინ, როდესაც ბავშვებს ან ახალგაზრდებს ატყუებენ, არწმუნებენ და იყოლიებენ სექსუალური ხასიათის აქტივობაზე ვებ-კამერით ან ინტიმური (შიშველი ან ნახევრად შიშველი) სურათების გაგზავნით.

როგორ ხორციელდება ონლაინ გრუმინგი?

• გრუმერები ხშირად სტუმრობენ იმ ვებ პლატფორმებს, რომლებსაც ბავშვები იყენებენ, ზოგჯერ თავს ახალგაზრდებად აჩენენ, რათა მოტყუებით დაიყოლიონ ბავშვები „ჩათში“ ურთიერთობაზე.
• გრუმერი ძირითადად ზრდასრული პირია, თუმცა ის შეიძლება იყოს 18 წელზე ნაკლები ასაკის და გრუმინგი შედარებით მცირე ასაკის ბავშვზე განახორციელოს.
• გრუმერები იყენებენ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც წინასწარ აგროვებენ ბავშვთან კავშირის დასამყარებლად. როდესაც ურთიერთობა გარკვეული განვითარების ეტაპზე გადადის, ბავშვი ამ ადამიანთან კომფორტულად გრძნობს თავს და საკუთარ თავზე მეტ ინფორმაციას უზიარებს.
• გრუმერები ურთიერთობას საიდუმლოდ შენახვის პრინციპზე ამყარებენ და მიზნად ოჯახისგან და მეგობრებისგან ბავშვის ფიზიკურად და ემოციურად განცალკევებას ისახავენ.
• ამოწმებენ და აფასებენ, რამდენად მზადაა ბავშვი ჩაერთოს სექსუალური ხასიათის აქტივობებში.
ონლაინ გრუმინგის რისკი იზრდება, თუ თქვენი შვილი ჩამოთვლილ აქტივობებს ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს:
• სოციალურ პლატფორმებზე კონფიდენციალურობის კონტროლის გამოყენების გარეშე აქვეყნებს პერსონალურ დეტალებს, როგორიცაა მათი სრული სახელი ან სკოლა – ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ის თქვენს შვილთან შეუსაბამო ურთიერთობის დასამყარებლად.
• თანხმდება „მეგობრობის“ თხოვნას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ იცნობს – ეს საშუალებას აძლევს უცნობებს წვდომა მიიღონ ბავშვის პირად ინფორმაციაზე და სურათებზე.
• პასუხობს ანონიმურ მომხმარებლებს აპებსა და ვებსაიტებზე.
• აქვეყნებს „გამომწვევ“ ფოტოებს.

როგორ გავუმკლავდეთ არასასურველ კონტაქტს და დავიცვათ ჩვენი შვილი?

 გახადეთ ბავშვის ონლაინ ანგარიშები უსაფრთხო: შესთავაზეთ თქვენს შვილს, რომ ყველა სოციალურ თუ თამაშის პლატფორმაზე პირადი ანგარიშები ხელმისაწვდომი მხოლოდ მათთვის ნაცნობი ადამიანებისთვის გახადოს. ასევე, გადახედოს კონფიდენციალურობის პარამეტრებს, რათა გააკონტროლოს თუ ვინ შეძლებს მისი ფოტოების და პოსტების ნახვას. კონფიდენციალურობის პარამეტრების მორგებით შესაძლებელია იმის კონტროლი, თუ ვინ ხედავს თქვენი შვილის პოსტებს ონლაინ და ვის შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს მას.

 წაშალეთ კონტაქტები, რომლებსაც თქვენი შვილი არ იცნობს პირადად: წაახალისეთ თქვენი შვილი წაშალოს კონტაქტები, რომლებსაც რეალურად არ იცნობს. სთხოვეთ, გადახედოს ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ „მიჰყვება“ (ე.წ. ფოლოუერია“), ან მეგობრობენ ინტერნეტში. დარწმუნდეს, რომ იცნობს მათ. თუ ზოგიერთი კონტაქტი საეჭვოა, ალბათ მათი წაშლა უმჯობესია. შეეცადეთ გაიგოთ ვისთან ურთიერთობს რეალურ სამყაროში და ვის იცნობს მხოლოდ ვირტუალურად.

 იყავით ჩართული თქვენი შვილის ციფრულ სამყაროში: მიიღეთ ინფორმაცია იმ საიტების, აპებისა და ონლაინ ჩათის სერვისების შესახებ, რომლებსაც თქვენი შვილი იყენებს და ერთად შეისწავლეთ ისინი. დაფიქრდით, კმაყოფილი ხართ თუ არა ამ საიტების შინაარსით, შეისწავლეთ სხვებთან, მათ შორის უფროსებთან კონტაქტის პოტენციალი. თუ გაწუხებთ, რომ თქვენი შვილი სტუმრობს საიტებს, რომელთა შესახებაც არ უთქვამს, გაუზიარეთ მას თქვენი წუხილი. როგორც სარეზერვო საშუალება, შეგიძლიათ გადახედოთ თქვენი შვილის ინტერნეტის დათვალიერების ისტორიას – მაგრამ ეს უკანასკნელი გამოსავალი უნდა იყოს. მიზანი ნდობის დამყარება და ღია დიალოგია.

 ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა: აწარმოეთ ღია და მშვიდი კომუნიკაცია თქვენს შვილთან, რათა მან იცოდეს, რომ ყოველთვის შეუძლია გაგიზიაროთ ნებისმიერი წუხილი. ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ მან შეძლოს ისეთი რამის გამხელა, რასაც ნანობს, ან ვიღაც მასზე ზეწოლას ახდენს.

 დაეხმარეთ თქვენს შვილს კონფიდენციალურობის დაცვაში: ურჩიეთ თქვენს შვილს გამოიყენოს მხოლოდ სახელი ან მეტსახელი საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის ონლაინ ჩათებსა და სოციალურ მედიაში, ან თამაშების დროს. მათ არასოდეს უნდა გაამჟღავნონ ტელეფონის ნომერი, მისამართი ან სკოლა. უმცროსი ასაკის ბავშვებს სთხოვეთ, რომ არ გამოაქვეყნონ ან გააგზავნონ ფოტოები ან ვიდეოები თქვენი ნებართვის გარეშე. დაეხმარეთ თქვენს შვილს იმ ნიშნების ამოცნობაში, რომლებიც მიუთითებს, რომ „ონლაინ მეგობარი“ შესაძლოა ცდილობდეს შეუსაბამო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

მოუწოდეთ თქვენს შვილს სიფრთხილისკენ, როდესაც ვინმე:

• ონლაინ შეხვედრიდან მალევე სვამს უამრავ კითხვას პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით
• სთხოვს გარკვეულ რაღაცეებს და სანაცვლოდ პირდება საჩუქარს. ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად მოძალადეები ხშირად იყენებენ დაპირებებს, საჩუქრებს და კეთილგანწყობას.
• სურს ურთიერთობის გასაიდუმლოება – ონლაინ-გრუმერები, როგორც წესი, ცდილობენ თავიდანვე ძალიან პირადული ხასიათის ჩარჩოებში მოაქციონ ურთიერთობა თავიანთ სამიზნეებთან; ითხოვენ, რომ ეს იყოს რაღაც „განსაკუთრებული“ მხოლოდ ორ ადამიანს შორის.
• უკავშირდება თქვენს შვილს ხშირად და სხვადასხვა გზებით და არხებით, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებები, ან ონლაინ ჩატის სერვისები.
• ეკითხება ბავშვს ისეთ რაღაცეებს, როგორიცაა, სხვა ვინ იყენებს მათ მოწყობილობებს ან კომპიუტერს, ან რომელ ოთახში იყენებს მათ.
• ეუბნება გარეგნობასთან ან სხეულთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ან უსვამს ისეთ კითხვას, როგორიცაა: „გიკოცნია ვინმესთვის“?
• დაჟინებით სთხოვს შეხვედრას — ცდილობს ბავშვს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს ან მიმართავს მუქარას თუ მას არ სურს შეხვედრა.
ჩამოაყალიბეთ უსაფრთხოების გზამკვლევი ონლაინ „მეგობრებთან“ პირისპირ შეხვედრისთვის
• აუხსენით, რომ ყველაზე უსაფრთხოა ონლაინ „მეგობრების“ ონლაინ შენარჩუნება. თუ თქვენს შვილს სურს ვინმესთან პირისპირ შეხვედრა, მან ჯერ უნდა მიიღოს თქვენი ნებართვა – დარწმუნდეს, რომ ეს უსაფრთხოა.
• აუხსენით, რომ დღის განმავლობაში ყველაზე უსაფრთხოა საჯარო ადგილას შეხვედრა და სთხოვეთ, რომ ასეთ დროს არ იყოს მარტო.
• შეახსენეთ მას, რომ ასეთ შემთხვევებში ვინმეს (მაგალითად, სანდო მეგობარს) მაინც უთხრან სად მიდის და ვის ხვდება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ რაიმე არასწორად მოხდება?

• თქვენმა შვილმა შეიძლება არ გითხრათ, გახდა თუ არა ონლაინ „მეგობრობა“ მაკომპრომატირებელი ან რთული, რადგან თავს უხერხულად გრძნობს ან რცხვენია, ან ეშინია, რომ თქმამ შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. ეს არის ის, რასაც ეყრდნობიან ონლაინ გრუმერები.
• ფრთხილად იყავით თქვენი შვილის ქცევის, ან განწყობის შესამჩნევ ცვლილებებთან დაკავშირებით. დააკვირდით გაუცხოების, გარიყვის, შფოთვის, მწუხარების ან შეცვლილი ურთიერთობის ნიშნებს ოჯახთან, ან მეგობრებთან.
• თუ თქვენმა შვილმა მიაწოდა ფოტო ან ინფორმაცია ვინმეს და ეს მას აწუხებს, ან თუ მასზე ზეწოლას ახდენენ ამის გასაკეთებლად, ასეთ დროს არსებობს მხარდაჭერის და დახმარების გზები.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ პრობლემა მოგვარებადია

• აუხსენით, რომ უფროსებსაც კი ატყუებენ, და ისინიც კი აკეთებენ იმას, რასაც შემდგომ ნანობენ.
• ესაუბრეთ მას განსჯის ან გაბრაზების გარეშე და აგრძნობინეთ, რომ შეუძლია თქვენთან მოსვლა ნებისმიერ საკითხზე, დასჯის ან გაკრიტიკების შიშის გარეშე.
• ნუ აუკრძალავთ თქვენს შვილს ინტერნეტთან წვდომას, რადგან მან შეიძლება ეს სასჯელად მიიჩნიოს და მომავალში არ გაიხსნას თქვენთან.

იმოქმედეთ თქვენი შვილის დასაცავად

შეაგროვეთ მტკიცებულებები – სანამ თქვენ ან თქვენი შვილი დაბლოკავთ ვინმეს ან წაშლით პოსტებს, ან სხვა მასალას. გადაიღეთ ეკრანის ანაბეჭდები და შეაგროვეთ მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია მასალის თარიღის და დროის შესახებ
გააკეთეთ შეტყობინება – ბავშვების გრუმინგი ინტერნეტით არის დანაშაული, რომელსაც პოლიცია იძიებს. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს საფრთხე ემუქრება, შეატყობინეთ პოლიციას ან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნომერზე 199. თქვენი და თქვენი შვილის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

გადახედეთ მსგავს რესურსებს

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის   ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს  ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ  უნარების გამოყენებას. 5-7 წლის  ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვემოთ წარმოდგენილი თამაშები ხელს უწყობენ სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია თამაშებისა და აქტივობების სირთულის სტაბილური ზრდა. სამაგიდო თამაშები კარტით თამაშები, რომლებშიც ბავშვებს თამაშის დროს  კარტის თვალყურის დევნება უწევთ, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, დაგეგმვის და სტრატეგიის განვითარებით ხელს უწყობს გონებრივ […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები ამ ასაკის  ბავშვები აქტიურად ავითარებენ  ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების  უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების  ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას. საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს  შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ […]