დასრულებული
ბავშვთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპაში - სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, ლიტვაში და უკრაინაში


- ხანგრძლივობა
- იანვარი 2019 -დეკემბერი 2021
- დონორი
- BICE - Bureau International Catholique de l’Enfance
პროგრამის გლობალური მიზანი:
ნდობის წრეში ბავშვზე ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
პროგრამის კონკრეტული მიზნები:
• გააუმჯობესოს ბავშვებისა და მათი გარემოცვის უნარები, რათა თავიდან აიცილონ, დაადგინონ, მიიღონ მხარდაჭერა და შეატყობინონ ძალადობას, განსაკუთრებით სექსუალურ ძალადობას.
• ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ხარისხის გაუმჯობესება.
შედეგები:
შედეგი 1 – ბავშვების ცნობიერება ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შესახებ გაზრდილია, რაც მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ რეაგირება და დაცვის შესაძლებლობის მქონე პირის იდენტიფიცირება. შედეგი 2 - ბავშვის ნდობის წრე უკეთ არის ინფორმირებული და ბავშვებთან ერთად ახორციელებს მათი უკეთ დაცვის უზრუნველმყოფელ მოქმედებებს. შედეგი 3 – ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მათი ოჯახები სარგებლობენ მულტიდისციპლინური მხარდაჭერით (სამედიცინო, ფსიქოსოციალური და იურიდიული), რომელიც არის სპეციალიზებული, ყოვლისმომცველი და ეფექტური. შედეგი 4 – მედიის ცნობიერება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის საკითხზე გაუმჯობესდა, შედეგად, მათი ხედვა გამსჭვალულია ბავშვის უფლებების პატივისცემით და ბავშვი მსხვერპლის მიმართ სტიგმის შემცირებით.
