მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

დასრულებული

ბავშვს აქვს უფლებები და ის არ არის საკუთრება - ბავშვის უფლებების დაცვა ადრეული ასაკიდან

ბავშვს აქვს უფლებები და ის არ არის საკუთრება - ბავშვის უფლებების დაცვა ადრეული ასაკიდან
აშშ -ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა
ხანგრძლივობა
ნოემბერი 2011 -აპრილი 2013
დონორი
აშშ -ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

პროექტის მიზანი:

  • მშობლების, მედდების და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თუ როგორ დაიცვან ბავშვის უფლებები ადრეული ასაკიდან - მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი აზრი, შეუქმნან ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემო, დაიცვან ძალადობის და უგულებელყოფისგან.

ამოცანები:

  • მედდების განათლება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებში, რომ მათ გადასცენ ცოდნა ახალშობილის მშობლებს ბავშვის ჯანსაღი და უსაფრთხო აღზრდის შესახებ;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ადრეული ბავშვობიდან ბავშვის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე