მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

დასრულებული

გადავლახოთ ბარიერები- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისგან და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა

გადავლახოთ ბარიერები- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისგან და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა
საფრანგეთის განვითარების საგენტო (AFD), Carigest, Lord Michelhe Hellingley Foundation და ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიურო - BICE
ხანგრძლივობა
ივნისი 2023 -ივლისი 2026
დონორი
საფრანგეთის განვითარების საგენტო (AFD), Carigest, Lord Michelhe Hellingley Foundation და ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიურო - BICE
პარტნიორი
კავშირი „რეა“

პროექტის გეოგრაფიული არეალი: თბილისი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი: ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა

პროექტის ზოგადი მიზანი: ხელი შეუწყოთ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების შესაბამისად.

სპეციფიური მიზანი: ქალაქ თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მზრუნველ გარემოში გაზრდისა და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგი 1: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა იციან მათ მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკის შესახებ და აქვთ წვდომა სათანადო დამხმარე სერვისებზე.

მოსალოდნელი შედეგი 2: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა და ახალგაზრდებმა და მათი ოჯახის წევრებმა შეიძინეს პროფესიული/სახელობო უნარები, რომ მონაწილეობა მიიღონ შემოსავლის მომტან საქმიანობაში და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.

მოსალოდნელი შედეგი 3: ბავშვთა დაცვის პროფესიონალებმა და ადგილობრივი თემების ლიდერებმა შეიძინეს ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პრევენციისა და ეფექტური რეაგირების კუთხით.