დასრულებული
ვიმუშაოთ ერთად ბავშვზე ძალადობის შესაჩერებლად


- ხანგრძლივობა
- ნოემბერი 2010 -მაისი 2013
- დონორი
- Oak Foundation და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
- პარტნიორი
- “არევამანუკი“ - ოჯახზე და ბავშვზე ზრუნვის ფონდი (სომხეთი) და საიმედო მომავალი -ახალგაზრდული ორგანიზაცია (აზერბაიჯანი)
პროექტის მიზანი: • სამხრეთ კავკასიაში ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობისგან ბავშვთა (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა) დაცვის ეფექტური პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა.
ამოცანები: • ბავშვებთან და ოჯახებთან მომუშავე ორგანიზაციების (არასამთავრობო და სამთავრობო) გაძლიერება, რომ მათ შეძლონ გაუმკლავდნენ ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის შემთხვევებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ტრენინგების, კონსულტაციების და სათანადო მეთოდოლოგიების და ინსტრუმენტების მიწოდების მეშვეობით;
• საზოგადოების, პროფესიონალთა და გადაწყევტილების მიმღებ პირთა ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საკითხებზე;
• სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბება და განვითარება.
