მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

დასრულებული

თანამშრომლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის დასამარცხებლად

თანამშრომლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის დასამარცხებლად
ევროკავშირი
ხანგრძლივობა
დეკემბერი 2012 -დეკემბერი 2014
დონორი
ევროკავშირი
პარტნიორი
Defence for Children International-ECPAT Netherlands

პროექტის მიზანი: • საქართველოში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული, ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
• ბავშვთა დაცვის და სამართალდამცავი სისტემების თანამშრომლობის გაუმჯობესება, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაცვის პროცესი წარიმართოს ბავშვისადმი კეთილგანწყობილად და არ მოხდეს მისი განმეორებითი ტრავმირება.

ამოცანები: • არასამთავრობო და სამთავრობო ინსტიტუტების ცოდნისა და უნარების გაძლიერება, რომ მათ მიერ განხორციელებული ინტერვენციები ეფუძნებოდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
• არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება და კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერება სექსუალური და სხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტერესების დასაცავად;
• პრაქტიკოსების, პოლიტიკის შემქმნელთა და სხვა პასუხისმგებელ პირთა ცნობიერების ამაღლება ბავშვისადმი მეგობრული პოლიტიკის და პროცედურების შესახებ.