დასრულებული
რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული, სამაჩაბლოდან და ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება


- ხანგრძლივობა
- აგვისტო 2008 -აგვისტო 2009
- დონორი
- Oak Foundation და ISPCAN - ის წევრების კერძო შემოწირულობები
პროექტის მიზანი:
- სამაჩაბლოდან და ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების დახმარება, რომ მათ სათანადოდ იზრუნონ თავიანთ შვილებზე;
- ბავშვების და ახალგაზრდა ქალების დახმარება სტრესთან გამკლავების მიზნით.
ამოცანები:
- იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებების შეფასება და მათი დაკმაყოფილების მონიტორინგი;
- საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და ქვეყანაში არსებული სხვა რესურსების გამოყენება ბენეფიციარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
- იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუდმივი ურთიერთობის შენარჩუნება ცხელი ხაზის და ყოველდღიური კონტაქტის საშუალებით;
- შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების და ასევე ქალების (დედები და ახალგაზრდა ქალები) ფსიქოლოგიური დახმარება.
