რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ

სამწუხაროდ არსებობს ძალადობის ფორმები, რომლებზე საუბარიც რიგი მიზეზების გამო არ ხდება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემის შესახებ ღია საუბარი, პირველი ნაბიჯია მისი გადაჭრის გზაზე.

რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ:

  • ბავშვს აქვს ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ხასიათის ცოდნა; 
  • საკუთარ თავში ჩაკეტილობა, დეპრესია, შფოთვა; 
  • ძილის დარღვევა, ძილის დროის შიში, კოშმარები, უნებლიე შარდვა (განსაზღვრულ ასაკში); 
  • ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი მთლიანად გაიხადონ, ძალდატანებით ხდის სხვებს. 
  • ეშინია ზოგიერთი ისეთი სპეციფიური ადგილის, როგორიც არის სააბაზანო ან საწოლი;
  • განსაკუთრებულ მოუსვენრობას გრძნობს და აშკარად ეშინია, როცა სთხოვენ დაწვეს ზურგზე.

სექსუალური საკითხებისადმი ბავშვების ინტერესი არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როგორც ასეთი ქცევის შეფასებისას, ისე ბავშვთან ამ საკითხზე საუბრისას. ერთი ცალკე აღებული ნიშანი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გამოვიტანოთ სექსუალური ძალადობის შესახებ, მნიშვნელოვანია დავუკავშირდეთ პროფესიონალს და გამოვიკვლიოთ ქცევის გამომწვევი მიზეზები.

➡️ ბავშვზე ძალადობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დარეკე სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზზე ☎️1505

➡️ როდესაც ეჭვი გაქვს და სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევ, დაუყოვნებლივ აცნობე პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახე სასწრაფო დახმარება ☎️112

➡️ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 საათამდე შეგიძლია დარეკო ბავშვთა დახმარების ხაზზე და მიიღო შესაბამისი კონსულტაცია ☎️116 111

Share: Facebook icon Youtube icon Linkedin icon