მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“.

ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური სურათი, დიაგნოზი, დიფერენციალური დიაგნოზი) და რეაგირების საკითხებში - ბავშვთა დაცვის/ გადამისამართების (რეფერირების) დოკუმენტით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #437 დადგენილება) განსაზღვრული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; ბავშვზე ძალადობის პრევენიცია; ძალადობისა და უგულებელყოფისაგან ბავშვის დაცვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი, ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების ფორმის გამოყენება და სხვა).

ტრენინგი მომზადდა და ჩატარადა ფონდი ოუკის (Oak Foundation) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შევაჩეროთ ბავშვზე ძალადობა - ჯანდაცვის სექტორის როლის გაძლიერება ბავშვზე ძალადობის პრევენციის და შემთხვევებზე რეაგირების საკითხებში“ ფარგლებში.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მადლობას უხდის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს - პროფესორ ლია ჟორჟოლიანს, პროფესორ რუსუდან ქარსელაძეს, პროფესორ თინათინ გაგუას, ბავშვთა დაცვის ექსპერტს, პედიატრ - ქეთი დავითიშვილს და ბავშვთა დაცვის ექსპერტს, პედიატრ - მარი წერეთელს ტრენინგის წარმართვისთვის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

“Start to Talk” - “დაიწყე საუბარი" კამპანიის გახსნა საქართველოში

ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება სპორტში ის თემაა, რომელსაც ჩვენგან ყურადღება სჭირდება. სპორტში სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვი გახდეს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ბავშებისთვის რთულია ამაზე საუბარი, ეს დუმილი უფროსებმა უნდა დაარღვიონ. სპორტი ძალიან…