ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისგან და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ბავშვთა კათოლიკური საერთაშორისო ბიურო - BICE, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან და კავშირ „რეასთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძალადობისგან დაცვა და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
პროექტი მხარდაჭერილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ.
გადახედეთ მსგავს ბლოგებს
აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…
“Start to Talk” - “დაიწყე საუბარი" კამპანიის გახსნა საქართველოში
ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება სპორტში ის თემაა, რომელსაც ჩვენგან ყურადღება სჭირდება. სპორტში სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვი გახდეს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ბავშებისთვის რთულია ამაზე საუბარი, ეს დუმილი უფროსებმა უნდა დაარღვიონ. სპორტი ძალიან…
