მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • მშობლებისთვის
  • პროფესიონალებისთვის

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

  1. ზოგადი ინფორმაცია

ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ და საგანმანათლებლო პრობლემებთან.

ბავშვების რთული ქცევა ხშირად ადრე დაწყებული პრობლემების შედეგია. ასეთ ქცევამდე, როგორც წესი, მიჰყავს ტრავმის ან ძალადობის გამოცდილებას, უყურადღებობასა და არასტაბილურ ზრუნვას, სიღარიბეს, ძირითადი საჭიროებების ქრონიკულ დაუკმაყოფილებლობას, დისკრიმინაციასა და სოციალურ იზოლაციას. ხშირად ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ განვითარების შეფერხებები ან  აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები -  შფოთვა, დეპრესია, ტრავმის ნიშნები და დაბალი თვითშეფასება, ასევე - ემოციური რეგულაციისა და კოგნიტიური განვითარების პრობლემები. ადრეული, ოჯახზე დაფუძნებული და საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე ორიენტირებული დახმარების გარეშე, ეს ქცევები შეიძლება გადაიზარდოს განმეორებით სამართალდარღვევებში და შექმნას ხანგრძლივი სოციალური და საგანმანათლებლო სირთულეები.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მოზარდებს ბიოლოგიური მოწიფულობა ხშირად უფრო ადრე უყალიბდებათ, ვიდრე ფსიქოლოგიური და სოციალური მზადყოფნა, რის გამოც ისინი ხვდებიან ე.წ. „მოწიფულობის ღრიჭოში“ - პერიოდში, როცა ზრდასრულთა უფლებები და შესაძლებლობები ჯერ არ აქვთ, თუმცა მათი მოთხოვნილებები და სურვილები უკვე მომწიფებულია. ასეთ პირობებში ანტისოციალური ქცევა და კრიმინალურ მოდელებზე მიბაძვა მოზარდებისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, რადგან ეს თითქოს აძლევს თავისუფლებისა და „ზრდასრულობის“ ილუზიას. თუმცა, ტერი მოფიტის თეორია მიუთითებს, რომ ეს დელინქვენტური ქცევა უმეტესად დროებითია: ასაკის მატებასთან ერთად „მოზარდი დამნაშავეები“ სულ უფრო ცილდებიან დელიქვენტურ ქცევას, ისინი განიცდიან პროგრესს, იღებენ მათთვის უფრო სასურველ, ზრდასრულ როლებს და დელიქვენტური ქცევის მოტივაციაც ქრება, რადგან მისგან მიღებული სარგებელი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორც სხვა ალტერნატიული ქცევები. (მაგ, უნივერსიტეტში ჩაბარება, სამსახურის დაწყება და ა.შ).

მიუხედავად იმისა, რომ 14 წლამდე ბავშვები არ ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ქცევითი პრობლემები მაინც იწვევს ბავშვთა დაცვის ან სამართალდამცავ უწყებებთან კონტაქტს, ზრდის სტიგმას და ართულებს ოჯახსა და საზოგადოებაში დაბრუნებას.

საერთაშორისო სტანდარტები ხაზს უსვამს არადამსჯელობით, ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ და საზოგადოების მხარდაჭერაზე დამყარებულ მიდგომებს. ბავშვების დახურული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსება წარმოქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ, ეთიკურ, ფსიქოლოგიურ და განვითარების უკუსვლასთან დაკავშირებულ რისკებს.

ბავშვობის ასაკში დანაშაულის ჩადენის მიზეზების გაგება საკმაოდ რთულია, “ჩვენი მოსაზრებაა, რომ ბავშვები არიან ბავშვები, მიუხედავად კონტექსტისა რომლებშიც ისინი აღმოჩნდნენ. თუკი ბავშვი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, ეს მას არ აქცევს ზრდასრულ ადამიანად“[1].

  1. საერთაშორისო სტანდარტები და სამართლებრივი ჩარჩო

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია

  • გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (ზოგადი კომენტარი №24, 2019) რეკომენდაციას იძლევა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უმცირესი ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 14 წელი.
  • ამ ასაკამდე ბავშვები არ უნდა განიხილებოდნენ როგორც სამართალდამრღვევები; მათი საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და მხარდაჭერის სისტემების მეშვეობით.
  • თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის დახურულ სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსება, დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, მკაცრად შეზღუდული დროითი ჩარჩოებით, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს რეგულარულ გადახედვას, ეხებოდეს მხოლოდ უფროს ასაკის ბავშვებს, გამოიყენებოდეს მხოლოდ ბავშვის დაცვის მიზნით, და არა ქცევისთვის დასჯის ან „გამოსწორების“ მიზნით.

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ

ევროპის საბჭოს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები რეკომენდაციას იძლევა, რომ მართლმსაჯულების სისტემები ადაპტირებული იყოს ბავშვების საჭიროებებზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდეს:

  • ფორმალური პროცედურებისგან განრიდებაზე, ხოლო სანქციები (თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით) გამოყენებულ იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მკაცრი გარანტიების პირობებში, როგორიცაა დროითი შეზღუდვები, რეგულარული გადახედვა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პატივისცემა.
  • მრავალპროფილურ, ასაკსა და ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ და მხარდამჭერ მიდგომებზე.
  • განრიდებაზე, ოჯახზე დაფუძნებულ მხარდაჭერასა და საზოგადოებრივ სერვისებზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების სტანდარტები

  • მხარს უჭერს განრიდებას, ალტერნატივებს დაკავებისთვის და აღდგენითი მართლმსაჯულების  მიდგომებს, განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.
  1. განვითარების ფსიქოლოგიის მტკიცებულებები

სამეცნიერო კვლევები ერთმნიშვნელოვნად  აჩვენებს, რომ ბავშვის დახურულ დაწესებულებებში განთავსება  ქმნის რისკებს სხვადასხვა მიმართულებით:

განვითარების რისკები

  • კოგნიტიური და ემოციური განვითარების შეფერხება
  • სოციალური უნარების დაქვეითება და მიჯაჭვულობის დარღვევა
  • ქცევითი პრობლემების ზრდა

ფსიქოლოგიური ზიანი:

  • ტრავმა, შიში, დეპრესია, შფოთვა
  • ემოციური რეგრესი
  • თვითშეფასების დაქვეითება

გრძელვადიანი შედეგები:

  • სამართალდარღვევის რისკის ზრდა
  • სწავლის შედეგების გაუარესება
  • ოჯახისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის სირთულეები

კვლევები ამტკიცებენ, რომ ღია, თერაპიული და ოჯახზე ორიენტირებული ინტერვენციები მნიშვნელოვნად ეფექტიანია.

  1. პროფესიული კონსენსუსი საუკეთესო პრაქტიკაზე

დახურული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრები არაეფექტური და დაუშვებელია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია ბავშვის დაცვის საჭიროებებთან.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები მოიცავს:

  • განრიდების მკაფიო მექანიზმებს
  • მრავალპროფილურ შეფასებას
  • ოჯახზე ორიენტირებული თერაპიულ ინტერვენციებს
  • სკოლაში რეინტეგრაციის მხარდაჭერას
  • აღდგენით მიდგომებს
  • საზოგადოებრივ მენტორობას და სტრუქტურირებულ აქტივობებს
  1. პოლიტიკის რისკები დახურული დაწესებულების გამოყენებისას
  • საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა – ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ევროპის სტანდარტებთან შეუსაბამობა.
  • ბავშვის კრიმინალიზაციის რისკი – დახურული დაწესებულება შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სასჯელი, თუნდაც მას „რეაბილიტაცია“ ერქვას.
  • ფსიქოლოგიური და განვითარების ზიანი – დახურულ გარემოში ყოფნამ შეიძლება გაამწვავოს ქცევითი და ემოციური სირთულეები.
  • სტიგმა და სოციალური იზოლაცია – ინსტიტუციონალიზაცია ზრდის სტიგმას და ამცირებს ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობებს.
  • ფინანსური ტვირთი -  დახურული დაწესებულებები გაცილებით ძვირადღირებულია, ვიდრე თემსა და საზოგადოებაზე დაფუძნებული ინტერვენციები.

 

  1. პოლიტიკის რეკომენდაციები
  • პრიორიტეტი მიენიჭოს არაინსტიტუციურ, თემსა და საზოგადოებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს - ოჯახის გაძლიერება, თერაპია, განათლების მხარდაჭერა; მრავალპროფილურ შეფასებაზე დაფუძნებული ინდივიდუალური მხარდაჭერა.
  • ბავშვების დახურულ დაწესებულებებში მოთავსება დაუშვებლად ითვლება - გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს ბავშვის უსაფრთხოება და არა ქცევის გამო „დასჯა“.
  • სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება - ფსიქოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  • სპეციალიზებული, ადრეული ინტერვენციების განვითარება - პრობლემური ქცევის, ტრავმის ან განვითარების სირთულეების შემთხვევაში.
  • განრიდების მექანიზმების ეროვნულ დონეზე ჩამოყალიბება - ბავშვები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკისთვის, არასოდეს უნდა მოხვდნენ მართლმსაჯულების მსგავს გარემოში.
  • პროფესიული უნარების გაძლიერება - სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, პოლიციის, პროკურორების, მოსამართლეების, მასწავლებლების სპეციალიზირებული ტრენინგები ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების მიმართულებით.
  • მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმები - ნებისმიერი დახურული ტიპის დაწესებულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ბავშვის უსაფრთხოებას, უფლებების დაცვას, ოჯახთან კავშირს, ვადებს და სხვა.
  1. დასკვნა

საერთაშორისო და ევროპული სტრუქტურები, სამეცნიერო მტკიცებულებები და პროფესიული პრაქტიკა ერთხმად მიუთითებს, რომ  ბავშვების, განსაკუთრებით 14 წლამდე ასაკის ბავშვების დახურული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსება არაეფექტური და ბავშვის უფლებებთან შეუთავსებელია.

საუკეთესო შედეგებს იძლევა:

  • ოჯახზე დაფუძნებული დახმარება,
  • საზოგადოებრივი სერვისების გამოყენება,
  • აღდგენითი და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები,
  • ძლიერი ბავშვთა დაცვის სისტემა.

ეს მიდგომები იცავს ბავშვის უფლებებს, აქვეითებს რისკებს და უზრუნველყოფს ბავშვის რეალურ, გრძელვადიან რესოციალიზაციას.

[1] Owen-Kostelnik, J., Reppucci, N. D., & Meyer, J. R. (2006). Testimony and interrogation of minors: Assumptions about maturity and morality. American Psychologist, 61(4), 286–304

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე - 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და…