მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან

18 ნოემბერი ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის ევროპის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში, პროექტის "გესმოდეთ ჩვენი - ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან" ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა. ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ონლაინ სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ამოცნობა და შესაბამისი დახმარების მოძიება; ასევე, ბავშვების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო აკადემია ლოგოსის 12-დან 18 წლამდე 70-ზე მეტი ბავშვი, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრას თავად საერთაშორისო აკადემია ლოგოსი • Logos International Academy - ის მოსწავლეები უძღვებოდნენ. ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებიც ბავშვთა ონლაინ სექსუალურ ექსპლუატაციას, ძალადობას და ზოგადად, სექსუალური ძალადობის პრევენციას ეძღვნებოდა. ბავშვებმა ყურადღება გაამახვილეს ონლაინ და ოფლაინ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე, რომლებიც ერთი შეხედვით, უხილავია. მათ, თემაზე სასაუბროდ სხვადასხვა მეთოდი აირჩიეს: გააკეთეს ვიდეო მიმართვა ბავშვებისთვის და ზოგადად საზოგადებისთვის, შექმნეს კომიქსი ბავშვის ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგინეს მოხსენებები და თანატოლებს გააცნეს ლანსაროტეს კონვენცია, ასევე ისაუბრეს სახელმწიფოში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს წარმომადგენლებმა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო დისკუსიას, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და გაეგოთ ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათი უფლებების და უსაფრთხოების დაცვას.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…