მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ბავშვთა ტრეფიკინგი და ბავშვების დაცვა: მდგრადი გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელმა, 2019 წლის 17 მაისს, ECPAT International - ის ქსელის 30 წევრთან ერთად, მონაწილოება მიიღო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 17 მაისს ვენაში გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლისა და კოორდინატორის ოფისის (OSR/CTHB) მიერ. შეხვედრის მთავარი სადისკუსიო თემა იყო ადამიანით/ბავშვებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლი და შესაძლებლობები, რომ მათ ადვოკატირება გაუწიონ ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა უკეთესად დაცვას.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა ტრეფიკინგი და ბავშვთა დაცვა არ შეიძლება ცალ-ცალკე განიხილებოდეს - ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემა ვერ იქნება სათანადოდ მოგვარებული გამართული და ეფექტური ბავშვთა დაცვის სისტემების გარეშე. ბავშვთა დაცვის სისტემები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ბავშვზე მორგებულ და ნდობაზე დამყარებულ მიდგომებსა და პროცედურებს. ბავშვთა დაცვის სიტემები ასევე ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მონაწილეობას, შემთხვევებზე ინდივიდუალურ საქმისწარმოებას და მეორეული ტრავმატიზაციის თავიდან არიდებას.

მოსალოდნელია, რომ მრგვალი მაგიდის დასკვნები, უფრო მკაფიო ხასიათს მიიღებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ბავშვთა დაცვის ვალდებულებების ფარგლებში და დაეხმარება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლისა და კოორდინატორის ოფისს (OSR/CTHB) შემდგომი პრაქტიკული ინტერვენციების განსაზღვრაში; რაც თავის მხრივ, ბავშვთა დაცვის ფარგლებში, ხელს შეუწყობს ეუთო-ს რეგიონში მდგრადი გადაწყვეტილებების განხორციელებას ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…