მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

მეშვიდე რეგიონალური კონსულტაცია და მესამე პოლიტიკის დიალოგი ევროპის ბავშვთა დახმარების ხაზებისთვის.

2017 წლის 16-18 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართა მეშვიდე რეგიონალური კონსულტაცია და მესამე პოლიტიკის დიალოგი ევროპის ბავშვთა დახმარების ხაზებისთვის. ევროპარლამენტის წევრებთან, ახალგაზრდებთან, ბავშვთა დახმარების ხაზებთან და Missing Children Europes-თან ერთად აღინიშნა ევროპაში ჰარმონიზებული ნომრის „116 111“ ჩამოყალიბებიდან 10 წლის იუბილეც.

ღონისძიებას ესწრებოდა ბავშვთა დახმარების ხაზების 50-ზე მეტი წარმომადგენელი, სახელმწიფო მოხელეები, ტელეკომის წარმომადგენლები და სხვ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცვად“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს წარმოადგენდა ფსიქოლოგი ნინო დარსაძე.

პროფესიონალებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა; ბავშვთა დახმარების ხაზის წევრებს საშუალება მიეცათ განეხილათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემები. აქცენტი გაკეთდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ინტერნეტ უსაფრთხოებასა და იძულებით გადაადგილებულ ბავშვებზე. იმისთვის, რომ უკეთ მოხდეს ბავშვთა დაცვის სერვისების ადვოკატირება და ბავშვთა ხაზების გაძლიერებით ბავშვების ხმა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, აქცენტი გაკეთდა კვლევის მონაცემებზე, ადვოკატირების თავისებურებებზე, პარტნიორობაზე და ევროპაში მცხოვრები ბავშვების არსებულ სიტუაციაზე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი ევროპული სართაშორისო ნომრით 116 111. აღნიშნული სერვისი ვითარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის ასოცირებული წევრია, ხოლო Child Helpline International-ი არის პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ასოცირებული პარტნიორი.

ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 დახმარებას და მხარდაჭერას სთავაზობს ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც რეკავენ თავიანთი პრობლემების გასაზიარებლად. ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გადა დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე. მომსახურება უფასოა, საუბარი კი - კონფიდენციალური.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…