რეგიონალური სემინარი აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის პარტნიორებისთვის თემაზე „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა“
2017 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, “ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიუროს (BICE)„ მიერ კოორდინირებული საერთაშორისო პროგრამის „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა“ ფარგლებში ორგანიზება გაუწია და თბილისში უმასპინძლა რეგიონალურ სემინარს.
რეგიონალური სემინარის ამოცანები იყო:
- პროგრამის ფარგლებში, პარტნიორების და BICE-ს წარმატებული პრაქტიკის გაზიარება
- ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სფეროში არსებული პერსპექტივების განხილვა პარტნიორებთან და ძირითად ექსპერტებთან ერთად
სემინარის ძირითადი მონაწილეები იყვნენ: BICE (შვეიცარია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (საქართველო), Arevamanuk (სომხეთი), Empowering Children Foundation (პოლონეთი), Children Support Center (ლიტვა), Save the Children (რუმინეთი), Women’s Consortium of Ukraine (უკრაინა), Doctors to Children (რუსეთი), Caritas Saint-Petersburg (რუსეთი), Civic Initiative (რუსეთი), მუნიციპალური ცენტრი “Otradnoye” (რუსეთი) და Bir Duino (ყირგიზეთი).
სემინარზე საერთაშორისო და ადგილობრივი ბავშთა დაცვის ექსპერტების მიერ განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: ინცესტი, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვის, მათ შორის ძალადობის მსხვერპლის ონლაინ-კონსულტირება, ბავშვთა ადვოკატირების ცენტრის (Barnhaus) მოდელიდა ფილოსოფია, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მისი მნიშვნელობა ძალადობის მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და სხვა.
გადახედეთ მსგავს ბლოგებს
ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…
აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…
