მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ტრენინგი აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის

ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - გამოკითხვა, გამოვლენა, რეაგირება, პრევენცია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ცოდნის ამაღლებას რათა მაქსიმალურად იქნას დაცულის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. აღნიშნული მიზნით, 2018 წლის 26-27 თებერვალს, ბათუმში, აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს (დეტექტივ-გამომძიებლები, უბნის ინსპექტორები, საპატრულო პოლიცია) ჩაუტარდათ ორ დღიანი ტრენინგი, რომლის ძირითადი თემაც იყო:
- ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა;
- ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების განსაზღვრა ბავშვის დასაცავად;
- ბავშვის, ახალგაზრდის და მათი ოჯახის წევრების საჭიროებების გამოვლენა; მიზანმიმართული ინტერვენცია და მულტისექტორული თანამშრომლობა ბავშვზე ძალადობის პრევენციის და გამოძიების პროცესში.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, პროფესიონალები შეძლებენ გამოიყენონ თანამედროვე სპეციალური მიდგომები ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის გამოკითხვის პროცესში; უკეთ გააცნობიერონ ბავშვის ემოციური და ქცევითი რეაქციები, დაკითხვის/გამოკითხვის მიმდინარეობისას, მათი კავშირი ძალადობით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან; გაითვალისწინონ ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები მასთან ურთიერთობისას; უკეთ გაიაზრონ გამომკითხველის, მისი კვალიფიკაციის როლი და მნიშვნელობა მომხდარის შესახებ ბავშვისგან სრული და სარწმუნო ინფორმაციის მიღებაში, მისი განმეორებითი ტრავმატიზირების გარეშე; ამოიცნონ და დააფიქსირონ არაშემთხვევითი დაზიანებები, როგორც ბავშვზე განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; გააანალიზონ მათი როლი და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებში.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…