მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ტრენინგი ექიმებისა და ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის

ტრენინგი ექიმებისა და ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის თემაზე - ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელების და გადაწყვეტილების მიმღები პირების ცოდნის ამაღლებას იმ მიზნით, რომ მათ დაიცვან და მხარდაჭერა აღმოუჩინონ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და შესაბამისად მოახდინონ ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება და პრევენცია.

სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 4-6 დეკემბერს, თბილისში გაიმართა ტრენინგი პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის და თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებისთვის თემაზე „ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირება“. ტრეინინგი მიზნად ისახავდა ექიმების პროფესიონალიზმის გაზრდას ბავშვზე ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების საკითხებში; ექიმების როლის და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებას ბავშვზე ძალადობის შემთხვევების შეტყობინებასთან დაკავშირებით და მათ მოტივირებას მულტიდისციპლინარულ თანამშრომლობაში ჩასართავად.

ტრენინგს უძღვებოდა კრისტოფ ბარტოლი, სასამრთლო ექსპერტიზისა და მედიცინის სამართლის სპეციალისტი, მარსელის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, პრაქტიკოსი ექიმი, მარსელის პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო დახმარების ხაზი (Child Helpline International (CHI)).

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…