მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ტრენინგი თემაზე: ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - ბავშვის ინტერვიურება და შეფასება

ტრენინგი აჭარის რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და იურისტებისთვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ცოდნის ამაღლებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. აღნიშნული მიზნით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ბათუმში, აჭარის რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს და იურისტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს:

- ბავშვზე ძალადობის (განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობის) შემთხვევების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების განსაზღვრა ძალადობისგან ბავშვის დასაცავად;
- ძალადობის მსხვერპლი/რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის, ახალგაზრდის და მათი ოჯახების საჭიროებების გამოვლენა, ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება;
- მიზანმიმართული ინტერვენცია და მულტისექტორული თანამშრომლობა;
- ძალადობის მსხვერპლ/მოწმე ბავშვთან ურთიერთობა და მისი გამოკითხვა.
- და სხვა.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები შეძლებენ უკეთ გააცნობიერონ ოჯახში ბავშვზე ძალადობის და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფენომენი, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები; ამოიცნონ და დააფიქსირონ არაშემთხვევითი დაზიანებები, როგორც ბავშვზე განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გააანალიზონ ფსიქოლოგიური ძალადობის და უგულებელყოფის გამოვლენის სიძნელეები; უკეთ გააცნობიერონ ძალადობაგანცდილი ბავშვის ემოციური და ქცევითი რეაქციები, მათი კავშირი ძალადობით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან; ეფექტურად მოახდინონ ბავშვის და ახალგაზრდის საჭიროებების გამოვლენა და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება; გაითვალისწინონ ძალადობის მსხვერპლის, მოწმის და მოძალადის ფსიქოლოგიური თავისებურებები მათთან ურთიერთობისას; გამოიყენონ თანამედროვე სპეციალური მიდგომები ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის გამოკითხვის პროცესში; გააანალიზონ მათი როლი და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებში.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…