მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ვებ პორტალის პრეზენტაცია

2016 წლის 10 ნოემბერს, სასტუმროში „რუმს - თბილისი“ გაიმართა ჩეხეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ძალადობისგან ბავშვთა დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ ფარგლებში შექმნილი ვებ პორტალის პრეზენტაცია.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ლია სარალიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა თომაშ პერნიცკიმ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა, ქალბატონმა მაია გედევანიშვილმა, პიერ ფერიმ - გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა და ქალბატონმა მარი წერეთელმა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა.

ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ძალადობის პრევენციის, შემთხვევათა გამოვლენის და დროული დახმარების მიწოდებას სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ვებ პორტალი www.phf.org.ge წარმოადგენს საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურს ბავშვზე ძალადობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის - მასწავლებლების, სოციალური მუშაკების, სამართალდამცავის სისტემის წარმომადგენლების, ექიმების და სხვა, რომლებიც ბავშვთა დაცვის საკითხებით არიან დაკავებულები.

ვებ პორტალი ასევე საინტერესოა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, აქ განთავსებული ინფომრაცია დაეხმარება ბავშვებს უკეთ დაიცვან თავი ძალადობისგან და მშობლებს, უზრუნველყონ ბავშვის უსაფრთხოება და ხელი შეუწყონ ბავშვის ჯანსაღ განვითარებას.

ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა

კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის…

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის…