მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • პროფესიონალებისთვის

ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის საერთაშორისო კლასიფიკატორები

ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის საერთაშორისო კლასიფიკატორები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი საერთაშორისო კლასიფიკაციების ქსელის მიერ შექმნილი კლასიფიკაციათა ოჯახი სამეცნიერო და საკლასიფიკაციო პრინციპებს ეფუძნება, საერთაშორისოდ გამოყენებადია, ფოკუსირდება ჯანმრთელობის მრავალგანზომილებიან ასპექტებზე და სხვადასხვა მომხმარებლების მოთხოვნილებებს პასუხობს.

არსებობული კლასიფიკაციები მოიცავენ ჯანდაცვის სისტემის ძირითად პარამეტრებს, როგორიცაა სიკვდილიანობა, დაავადება, ფუნქციონირება, ინვალიდობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩარევები. ჯანმო-ს საცნობარო კლასიფიკაციები საერთაშორისო შეთანხმების შედეგს წარმოადგენს. ისინი ფართოდ არის მიღებული და არსებობს ოფიციალური შეთანხმება და რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ანგარიშგებისთვის. ICD-10 საცნობარო კლასიფიკაციას მიეკუთვნება. ხოლო ICPC-2-R -პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაცია დაკავშირებულ კლასიფიკაციებს მიეკუთვნება.

პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაცია ICPC-2-R -ი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის კლინიკური ინფორმაციის მოსაწესრიგებლად. ICPC-2-R - ს აქვს მარტივი ორღეძიანი სტრუქტურა, ის მოიცავს 17 თავს, რომლებიც სხეულის სისტემების მიხედვით არის დალაგებული ერთ ღერძზე, ანბანური კოდით; თვითოეულს თავს აქვს შვიდი კომპონენტი რუბირკებით, რომლებსაც მეორე ღერძზე ორციფრა კოდი გააჩნია. ICPC-ი მონაცემთა ჩანაწერების კოდირებას ამარტივებს.

ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია ICD - 10 -ის მიზანს წარმოადგენს სისტემატიზებული რეგისტრაციის, ანალიზის, ინტერპრეტაციის პირობების შექმნა და სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში სხვადასხვა დროს მიღებული სიკვდილიანობის და დაავადებიანობის მონაცემთა შედარება. ICD - 10 გამოიყენება ავადმყოფობათა დიაგნოზების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიტყვიერი ფორმულირების გარდასაქმნელად ანბანურ-რიცხობრივ კოდად, რომლებიც მონაცემთა ადვილად შენახვის, მოპოვების და ანალიზის საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად ICD-10 იქცა საერთაშორისო სადიაგნოსტიკო კლასიფიკაციის სტანდარტად. ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის კოდირების სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია ICD -10-ის IXX და XX კლასში.

კლასი IXX - დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები

კლასი IXX გამოიყენება ისეთი მდგომარეობების რეგისტრაციისას, როგორიცაა ტრავმა, მოწამვლა ან გარეგანი მიზეზების სხვა ზემოქმედება - აუცილებელია მთლიან მოცულობაში აღიწეროს, როგორც მდგომარეობის ხასიათი, ისე მისი გამომწვევი გარემოებები.
ამ კლასის S და T სექციების ბლოკები, შეიცავს ტრავმებს, რომლებიც სამნიშნა რუბრიკების დონეზე ტიპების მიხედვით კლასიფიცირდება.
S-სექცია გამოიყენება სხეულის დაზუსტებული ნაწილების სხვადასხვა ტიპის ტრავმების კოდირებისათვის, ხოლო T-სექცია - მრავლობითი და სხეულის დაუზუსტებელი ნაწილების ტრავმების, ასევე მოწამვლებისა და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგის კოდირებისათვის.

კლასი XX - ავადობის და სიკვდილიანობის გარე მიზეზები

XX კლასი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ შემთხვევების, პირობების და მდგომარეობების კვალიფიკაცია, რომლებმაც გამოიწვიეს ტრავმა, მოწამვლა და სხვა დაზიანებები. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება ამ კლასის კოდი (V01 -დან Y98 -ის ჩათვლით) იგულისხმება, რომ იგი არის დამატებითი კოდი, სხვა კლასების კოდებთან ერთად და იგი აზუსტებს მდგომარეობის ხასიათს.
ყველაზე ხშირად მდგომარეობის დახასიათება ხდება XIX კლასის (“ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი”) კოდებით. ძალადობის ან სიკვდილობის მიზეზების დამუშავება რეკომენდებულია მოხდეს XIX და XX კლასების რუბრიკების შესაბამისად. სხვა მდგომარეობები, რომელთა დაკავშირება შესაძლებელია გარეგანი მიზეზების ზემოქმედებასთან, კლასიფიცირებულია I-XVIII კლასებში. ამ კლასებისთვისაც XX კლასის კოდები გამოიყენება როგორც დამატებითი ინფორმაციის შემცველი კოდი.
თუ არსებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად იკვეთება ძალადობის სურათი, კოდების გამოყენება ხდება IX კლასიდან: დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები (S00-T88):
o კოდი T74.- მოზრდილსა და ბავშვზე ძალადობის, უგულებელყოფა და სხვა არაღირსეული მოპყრობა, დადასტურებულია
o კოდი T76. - მოზრდილსა და ბავშვზე ძალადობის, უგულებელყოფა და სხვა არაღირსეული მოპყრობის საფუძვლიანი ეჭვი
როდესაც ძალადობა დადსტურებულია და ამავე დროს მოძალადე იდენტიფიცირებულია ასეთ, შემთხვევაში ამ კოდებს ემატება მეორე კოდი სექციიდან Y07 - მოძალადე.
ძალადობის შემთხვევების დროს კოდირების თანმიმდევრობა შემდეგია: პირველადი ძალადობის შესაბამისი კოდების: T74.- მოზრდილსა და ბავშვზე ძალადობის, უგულებელყოფა და სხვა არაღირსეული მოპყრობა, დადასტურებულია; გამოტანის შემდეგ ხდება არსებული/გამოვლენილი დაზიანებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კოდების გამოყენება.

ICPC--ისა და ICD -10-ის შორის არსებული ურთიერთობები საკმაოდ რთულია. ორივეს გააჩნია ისეთი ცნებები, რომელიც მეორეში ზუსტად არ არის წარმოდგენილი. მაგრამ თითოეული კლასიფიკატორის რუბრიკების უმეტესობისათვის მეორე კლასიფიკატორის ერთი ან მეტი შესატყვისი რუბრიკის დაკავშირება შეიძლება.

ICPC -2-ის რუბრიკების ცხრილულ ჩამონათვალში თითოეული რუბრიკა ICD - 10-ის ყველა იმ რუბრიკას მოიცავს, რომელთანაც არის დაკავშირებული. ICD -10-ის ზოგიერთი კოდი ICPC -2-ის ერთზე მეტ რუბრიკას შეესაბამება.

ბავშვზე ძალადობის კოდები ICPC -2-ის და ICD - 10-ის საერთაშორისო კლსასიფიკატორების მიხედვით

ურთიერთობის პრობლემები ბავშვებთან ICPC -2 ------ Z16
ICD -10 -------T74.0, T74.3, Z61, Z62, Z63.8 ()
იგულისხმება: ბავშვის შეურაცხყოფა (ემოციური)
არ იგულისხმება: ფიზიკური შეურაცხყოფა Z25
შენიშვნა: პრობლემებთან ოჯახში, რომლებიც წამოიჭრა ბავშვებთან ურთიერთობის გამო, არსებითია მოთხოვნა, რომ მიღწეულ იქნეს ურთიერთშეთანხმება, რომ ეს პრობლემა არსებობს და პაციენტს დახმარება ესაჭიროება

ძალადობის / სიცოცხლისთვის საშიში ეპიზოდის შემდგომი პრობლემები ICPC -2 -------- Z25
ICD -10 ------- T74.1, T74.2, T74.8, T74.9, Z65.4, Z65.5
იგულისხმება: ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების, სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი.
არ იგულისხმება: პარტნიორის ემოციური შეურაცხყოფა Z12; პარტნიორის ფიზიკური შეურაცხყოფა Z13; ბავშვის ემოციური შეურაცხყოფა Z1: ფიზიკური პრობლემის შემთხვევაში დასვით სათანადო რუბრიკის კოდი შესაბამისი თავიდან; ფსიქიკური პრობლემის შემთხვევაში დასვით კოდი თავი P–დან
შენიშვნა:სოციალური პრობლემებთან, რომლებიც წამოჭრილია თავდასხმის ან სხვა საზიანო მოქმედების გამო, მიმართებაში არსებითია მოთხოვნა, რომ მიღწეულ იქნეს ურთიერთშეთანხმება, რომ ეს პრობლემა არსებობს და პაციენტს დახმარება ესაჭიროება.

ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის შემთხვევების კოდები ICD - 10-ის საერთაშორისო კლსასიფიკატორების მიხედვით

ცხრილი 1. ICD -ის კოდები ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის შემთხვევების იდენტიფიცირებისათვის

კოდის ტიპიICD -10 კოდიICD 10 - კოდის აღწერა
დიაგნოზის კოდებიT74.0არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: უგულებელყოფა და მიტოვება
T74.1არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფიზიკური ძალადობა
T74.2არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სექსუალური ძალადობა
T74.3არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
T74.8არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
T74.9არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელი არაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
Z04.4გასინჯვა და დაკვირვება სავარაუდო გაუპატიურების ან გარყვნილი ქმედების შემდეგ
Z04.5გასინჯვა და დაკვირვება სხვა მიყენებული დაზიანების შემდეგ
Z61.4პირველადი მხარდამჭერი/მზრუნველი გარემოდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
Z61.5გარეშე პირის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
Z61.6ბავშვზე სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
Z62.0მშობლის მიერ  ბავშვზე არასათანადო მეთვალყურეობა და კონტროლი
Z62.3ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
Z62.4ბავშვის ემოციური უგულებელყოფა
Z62.5ბავშვის უგულებელყოფით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
Z62.6მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური  თვისებები
გამომწვევი გარე ფაქტორების კოდებიX85-Y09თავდასხმის კოდები –მოიცავს მოძალადის 5 კოდს, ესენია:
1მშობელი
2ოჯახის სხვა წევრი
3მზრუნველი პირი
8სხვა განსაზღვრული პირი*
9სხვა განუსაზღვრელი პირი*
პროცედურების კოდები5830600მთლიანი ჩონჩხის რადიოგრაფია
5830600ფიზიკური ძალადობის კონსულტირება

*არაღირსეულად მოპყრობის ჯგუფში სხვა განუსაზღვრელი ან განსაზღვრული პირი შედის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ბავშვი 14 წლისაა ან უფრო პატარაა (იხილეთ მეთოდოლოგიის ნაწილი უფრო დაწვრილებით განმარტებისათვის).

ცხრილი 2 ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის ტიპების მიხედვით დაჯგუფებული ICD-ის კოდები.

არაღირსეულად მოპყრობის ტიპიICD-10 კოდიICD-10კოდის აღწერა
უგულებელყოფა T74.0არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: უგულებელყოფა ან მიტოვება
  Y06უგულებელყოფა და მიტოვება
  Z62.0მშობლის მიერ  ბავშვზე არასათანადო მეთვალყურეობა და კონტროლი
  Z62.4ბავშვის ემოციური უგულებელყოფა
  Z62.5ბავშვის უგულებელყოფით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
ფიზიკური ძალადობა T74.1არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფიზიკური ძალადობა
 

X85-Y04,

Y08– Y09

თავდასხმა (გარდა“Y05 სექსუალური თავდასხმა“, „Y06 უგულებელყოფა და მიტოვება“,  „Y07 სხვა არაღირსეული მოქცევის სინდრომები“)
  Z04.5გასინჯვა და დაკვირვება სხვა მიყენებული დაზიანების შემდეგ
  Z61.6ბავშვზე სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
სექსუალური ძალადობა T74.2

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სექსუალური ძალადობა

  Y05სექსუალურითავდასხმა ფიზიკური ძალდატანებით/სხეულზე ზეწოლით/ძალადობით
  Z04.4გასინჯვა და დაკვირვება სავარაუდო გაუპატიურების ან გარყვნილი ქმედების შემდეგ
  Z61.4პირველადი მხარდამჭერი/მზრუნველი გარემოდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
  Z61.5გარეშე პირის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
ემოციური ან ფსიქოლოგიური ძალადობა T74.3არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
  Z62.3ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
  Z62.6მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური  თვისებები

სხვა ან განუსაზღვრელი/

არასპეციფიური/

დაუზუსტებელი/

T74.8არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
  T74.9არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელიარაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
  Y07სხვა არაღირსეული მოქცევის სინდრომები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…