მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • პროფესიონალებისთვის

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები

მნიშვნელოვანი მომენტები:

(a) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვზე ძალადობა, შესაძლოა, უფრო ხშირია, მაგრამ ამის თაობაზე კვლევები და მტკიცებულებები ძალიან მცირეა;
(b) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინების რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე მათზე ძალადობის შემთხვევები;
(c) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სირთულეები, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ, რომ აცნობონ ვინმეს ძალადობის შესახებ;
(d) ძალადობა, შესაძლოა, არსებობდა შეზღუდულობამდე, ან იგი შეიძლება ძალადობის მიზეზით იყოს გამოწვეული;
(e) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები ძალადობის ყველა ფორმის მსხვერპლები ხდებიან, მათ შორის, სექსუალური ძალადობის;
(f) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებში ძალიან ხშირად ძალადობის ამოცნობა არ ხდება, რადგან არსებული ნიშნები, ხშირად ბავშვის ზოგადი მდგომარეობის მიზეზად ითვლება.

ამოცნობა ხშირ შემთხვევაში, რთულია ძალადობის და შეზღუდული შესაძლებლობის სიმპტომების გამოყოფა, მაგ. ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში კრუნჩხვის შეტევების მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიკონვულსიური პრეპარატების მიღების შეჩერების გამო ან ძალადობის შედეგად მიღებული სტრესით. კიდევ უფრო რთულია გამოგონილი და გამოწვეული დაავადებების ამოცნობა. თუმცა ძალადობის შემთხვევების ამოცნობა და დიაგნოსტირება შესაძლებელია, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები ავლენენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასითებელ იგივე ქცევით და ფიზიკურ ნიშნებს. ეს გამოვლინებები მოიცავს:

• პათოლოგიურ ან სექსუალურ ქცევას, რომელიც შეიძლება სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდეს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვში;
• სისხლჩაქცევები და სხვა ფიზიკური დაზიანებები;
• შფოთვა და შეუძლოდ ყოფნა;
• თვითდაზიანება;
• ვაგინალური და რექტალური სისხლდენა;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, ორსულობა;
• უგულებელყოფის ნიშნები, ასევე ზრდისა და განვითარების ჩამორჩენა არაორგანული მიზეზებით;
• და სხვა

ურთიერთობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებში, ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას, მნიშვნელოვანია სპეციალისტს გააჩნდეს ამგვარ ბავშვებთან ურთიერთობისთვის სპეციფიური უნარები. მაგალითად, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების სირთულის მქონე ბავშვთან ალტერნატიული საკომუნიკაციო უნარების სპეციალისტი არის ფასდაუდებელი.

მსუბუქი და საშუალო ინტელექტუალური ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს შეუძლიათ გაიხსენონ ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცირებისთვის გამოსადეგი ინფორმაცია. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მენტალური ასაკი ოპტიმალური სახელმძღვანელო ორიენტირია.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მეტწილად ენასთან, სიტყვიერ გადმოცემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მათ აგრეთვე სიძნელეები აღენიშნებათ ვერბალური მოკლევადიანი მეხსიერების მხრივ. ხშირად რთულია მათი გაგებაც, ექსპრესიული, გამომხატველობითი ენის გამო. თუმცა ვიზუალური და სივრცითი დეტალების გახსენება მათი შედარებით ძლიერი მხარეა.

აუტისტური სპექტრის ბავშვებს, ენასთან და სოციალურ აღქმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უჭირთ მომხდარის პირადი თუ სოციალური ასპექტების გახსენება და აზრის გამოხატვა. მათთვის გამომკითხველის შეცდომაში შეყვანაც რთულია. უილიამსის სინდრომის მქონე ბავშვებს შედარებით განვითარებული ენობრივი უნარები აქვთ, თუმცა ვიზუალური და სივრცითი დეტალებისა თუ ცნებების გაგებაც და გახსენებაც უჭირთ.

შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების გამოკითხვისას გამოყენებული უნდა იქნას უნდა მოხდეს ტიპური, ჩვეულებრივი ბავშვებისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები. გარდა ამისა:
ა) შეგროვდეს ინფორმაცია ბავშვის სიძლიერეებსა და სისუსტეებზე და მოხდეს გამოკითხვის შესაბამისი დაგეგმვა;
ბ) გამოკითხვა შედგეს შეძლებისდაგვარად მარტივი, მოკლე ზომიერი სისწრაფით დასმული კითხვებით.
გ) მნიშვნელობა მიენიჭოს თავისუფალ გახსენებას, რომელიც მეტწილად სწორია;
დ) თავიდან იქნეს აცილებული კითხვების გამეორება;
ე) შესაბამისი მხარდაჭერა (მაგალითად შუამავლის) და ადაპტაციები (მაგალითად, უფრო ხშირი შესვენებები).

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…