მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • ბავშვებისთვის

გრუმინგი

გრუმინგი

„გრუმინგი“ ონლაინ სივრცეში  ადამიანის სექსუალურ ურთიერთობაზე დაყოლიება ან ჩაბმაა. გრუმინგია, როდესაც  ზრდასრული პირი საიდუმლოდ  ონლაინ სივრცეში მეგობრობას ამყარებს მოზარდთან, მისი სექსუალურ ურთიერთობაში ჩაბმის მიზნით. ხშირად ასეთი ადამიანები თავს  თანატოლად ასაღებენ, თუმცა სინამდვილეში ბევრად უფროსები არიან.

მსგავსი მოძალადეები გარკვეული ტაქტიკით მოქმედებენ. თავიდან ძალიან თავაზიანები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი ნდობა მოიპოვონ. შემდეგ, მათ შეიძლება საუბარი წამოიწყონ თქვენს გარეგნობაზე, სხეულზე და ძალიან პირად თემებზე. შემოგთავაზონ საჩუქრები. ასევე, დაიწყონ სექსუალური შინაარსის საუბრები, სურათების ან ვიდეოების გამოგზავნა.

შემდეგ ისინი გთხოვენ თქვენი შიშველი ფოტოების გაგზავნას, ან  ვებ კამერის საშუალებით ინტიმური ურთიერთობის დამყარებას. მათ შეუძლიათ ჩაწერონ და გაუზიარონ ეს მასალა სხვა მოძალადეებს.

გრუმერები იყენებენ განსხვავებულ მეთოდებს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი ანგარიშები და ფოტოები, ან გითხრან, რომ მსგავსი ინტერესები გაქვთ. თუმცა, ყველა გრუმერი არ ირჩევს საკუთარი ვინაობის დამალვის გზას. ზოგმა შესაძლოა დაამყაროს თქვენთან პირდაპირი კავშირი და შეეცადოს „მენტორის“ ტიპის ურთიერთობა განავითაროს.

ნებისმიერი ახალგაზრდა, ზოგიერთი ზრდასრული ადამიანიც კი, შეიძლება გახდეს გრუმინგის მსხვერპლი, განურჩევლად ასაკისა, სქესის, რასისა და ადგილმდებარეობისა. ონლაინ გრუმინგი დანაშაულია და ეს არასოდეს არის მსხვერპლის ბრალი.

გრუმინგზე ეჭვი  უნდა მიიტანოთ, თუ ვინმე, ვისაც არ იცნობთ, გთავაზობთ/გთხოვთ:

-          პირისპირ შეხვედრას

-          თქვენი ან თქვენი მეგობრის პირადი ინფორმაციის გაზიარებას

-          თქვენი ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას

-          ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას და ამ ამბის მეგობრებისთვის და მშობლებისთვის არ გაზიარებას

-          ყოველთვის კავშირზე ყოფნას და მესიჯებზე პასუხის დაუყოვნებლივ გაცემას

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ ონლიან გრუმინგზე გაქვთ ეჭვი?

  • არ აყვეთ პანიკას
  • არ გააგზავნოთ მეტი სურათი
  • შეაგროვეთ მტკიცებულებები
  • დაარეპორტეთ იმ სოციალურ პლატფორმაზე, სადაც თქვენს მიმართ  მუქარა ხდება
  • დაბლოკეთ
  • დახმარებისთვის მიმართეთ მეგობარს, მშობელს, მასწავლებელს ან  ნებისმიერ, თქვენთვის სანდო ადამიანს
  • შეატყობინეთ პოლიციას

გახსოვდეთ, ეს თქვენი ბრალი არ არის.

****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…