მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • პროფესიონალებისთვის

ემოციური ძალადობა

ემოციური ძალადობა

პედიატრისათვის ყველაზე რთული ალბათ ემოციური ძალადობის აღმოჩენაა. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართვა. ემოციურ ძალადობას ხშირად ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ.
ემოციური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტი ზიანის მომტანი ფორმაა და მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ძალადობის სხვა ფორმებიც. ის თავის თავში მოიცავს განუწყვეტლივ კრიტიკას, ყველაფრის ბავშვისთვის დაბრალებას, დამცირებას, დაშინებას, დაცინვას, იზოლირებას. ემოციური ძალადობა უფრო მეტად ზოგად, განგრძობით დამოკიდებულებას შეეხება, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევას. ემოციური ძალადობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის განვითარებას.

ემოციური ძალადობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

 ბავშვის არასასურველი სქესი, უნარშეზღუდულობა, ავადმყოფობა.
 ბავშვი დაიბადა რთულ პირობები – დაუგეგმავი ორსულობა, მძიმე ორსულობა, განქორწინება, ძალადობა ოჯახში.
 რთული მშობლები – მშობლის მძიმე წარსული, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება, დეპრესია, სხვა ფსიქიკური თუ ფიზიკური პრობლემები.

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც, შესაძლოა (მაგრამ არაა აუცილებელი), მიუთითებდნენ ემოციურ ძალადობაზე:

(a) ჩვილები:
(i) კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ტირილი, ცუდი ძილი, შეფერხება განვითარებაში.
(ii) ადვილად გაღიზიანებადობა, აპათიურობა. შესაძლოა, დაახასიათონ, როგორც „რთული ბავშვი“ „თითქოს ჩემი არაა“, „არ ვუყვარვარ“ „განებივრებულია“, „მსუნაგია“ და ასე შემდეგ.
(b) სკოლამდელი ბავშვები: ქანქარისებრი მოძრაობა, თავის დარტყმა კედელზე, იატაკზე, ცუდი ხასიათი, აგრესიულობა. ქცევის ტიპი აპათიურიდან ზეაქტიურობამდე; შეფერხება განვითარებაში, განსაკუთრებით ლინგვისტურ და სოციალურ ასპექტებში.

(c) სკოლის მოსწავლეები: შარდის შეუკავებლობა, სირთულეები ადამიანებთან ურთიერთობაში, ცუდი ნიშნები, გაცდენები სკოლაში, ანტისოციალური ქცევა. შიში, უსიყვარულობისა და მარტოობის განცდები.

(d) მოზარდები: დეპრესია, სხეულის დაზიანება, ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, კვებითი დარღვევები, დაბალი თვითშეფასება, აგრესიულობა და ასოციალური ქცევა;

დამატებითი ნიშნები ფიზიკური გამოკვლევისას • სიმაღლე და წონა: არასათანადოდ განვითარებული;
• ემოციური ნიშნები: შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, სევდა, ბრაზი, ზედმეტად ალერსიანობა, აპათიურობა და ასე შემდეგ.
• ქცევითი ნიშნები: ძალზედ ფართო სპექტრია. მაგალითად, მოუსვენრობა, უძრაობა, დესტრუქციულობა, ზედმეტად მეგობრულობა და ასე შემდეგ.
• განვითარება: ჩამორჩენა - აკადემიური, ქცევითი თუ ფიზიოლოგიური.

ემოციური ძალადობის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ემოციური ძალადობის განმაპირობებელი სამი ფაქტორი, რომელთაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს:

• მშობელთა მავნე თვისებები ძირითადად დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ძალადობასთან; აზარტული თამაშები, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების მოხმარებასთან და ოჯახში ძალადობასთან)
• ცუდი ან/და უღირსი მოპყრობა.
• ბავშვის აშკარა დაზიანება.

თითოეული მათგანი შესაძლოა მიუთითებდეს ემოციურ ძალადობაზე და საჭიროებს შესწავლას.

ემოციური ძალადობისა და უგულებელყოფის კატეგორიები • ყურადღების არ მიქცევა, უგულებელყოფა;
• ცუდი დამოკიდებულება და ბავშვის არასწორად შეფასება;
• განვითარებასთან შეუსაბამო დამოკიდებულებები;
• ბავშვის ინდივიდუალურობისა და პირადი სივრცის არ აღიარება;
• ბავშვის სოციალიზაციისათვის ხელის შეშლა;
• და სხვა

სიმწვავე ემოციური ძალადობის სიმძიმის შეფასებისას მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება, მათ შორისაა ბავშვის ასაკი, ძალადობის ხანგრძლივობა, სიხშირე და ბავშვის ფსიქიკური ადეკვატურობა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის დიდი ასაკი შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ გვიან აღმოჩენაზე და არა ძალადობრივი ურთიერთობის გვიან დაწყებაზე.

ემოციური ძალადობის შემთხვევაში: (e) ყურადღებით შეისწავლეთ გარემოებები, თითოეული დონე ყურადსაღებია;
(f) განსაზღვრეთ ძალადობის სიმწვავე, საჭიროების შემთხვევაში, კოლეგებთან კონსულტაცია გაიარეთ;
(g) მიმართეთ ბავშვთა დაცვის სამსახურებს და გაუზიარეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…