მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • ბავშვებისთვის

ზეწოლა სოციალური მედიის მხრიდან – როგორ გავუმკლავდეთ მას?

ზეწოლა სოციალური მედიის მხრიდან - როგორ გავუმკლავდეთ მას?

ზეწოლა სოციალური მედიის მხრიდან - როგორ გავუმკლავდეთ მას?

სოციალური მედია მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს. თუმცა ზოგჯერ, შესაძლოა, შენი ცხოვრება სხვისას შეადარო, ან ისეთი განცდა დაგეუფლოს თითქოს მუდმივად კავშირზე უნდა იყო. სოციალურ ქსელებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საკუთარი თავის აღქმაზე შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა. სოციალური მედიის მხრიდან ზეწოლა ძალიან რეალურია და მას ყველა ჩვენგანზე აქვს გავლენა.

გაეცანი რჩევებს, რომლებიც სოციალური მედიისგან მომდინარე ზეწოლასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. როგორ მოვიქცეთ?

შეამოწმე საკუთარი თავი თუ კონკრეტული ფოტოს ან პოსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მერყეობ, ჰკითხე საკუთარ თავს რატომ აკეთებ ამას? ამას იმიტომ აკეთებ, რომ გსურს გარკვეული წარმოდგენა შექმნა შენს თავზე ონლაინ სივრცეში?

თუ ის, რასაც აქვეყნებ ინტერნეტში, მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე ეფექტის მოხდენას ემსახურება, უმჯობესია არ გამოაქვეყნო.

სოციალური მედია არ არის რეალური ცხოვრება იყავი კრიტიკული იმის მიმართ, რასაც ინტერნეტში ხედავთ – ყველა პოსტი არ არის რეალური. ბევრია, ასე ვთქვათ „დადგმული“, რომლის უკან შესაძლოა ათჯერ ან მეტჯერ ნაცადი, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ერთი და იგივე ფოტოა.

გააუქმეთ იმ გვერდების გამოწერა, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებს თვალი გადაავლეთ იმ გვერდებს და ჯგუფებს, სადაც გაწევრიანებული ხართ ან მისი გამომწერი ხართ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რომელი მათგანი გიქმნით პოზიტიურ ან ნეგატიურ განწყობას. შემდეგ, უბრალოდ გააუქმეთ ის ანგარიშები, რომლებიც ცუდ განწყობაზე გაყენებთ.

გამორთეთ შეტყობინების ფუნქცია და მოიწყვეთ დღე „ტელეფონის გარეშე“ თუ გრძნობთ, რომ ძალიან დიდ დროს ხარჯავთ სოციალური ქსელის ანგარიშების „სქროლვაში“, რომ სოციალური მედიის მარყუჟში მოექეცით და გრძნობთ ზეწოლას, სცადეთ გარკვეული ხნით იქიდან გამოსვლა, ან ტელეფონის გამორთვა.

დაელაპარაკეთ ვინმეს სოციალური მედიის მხრიდან განცდილმა ზეწოლამ შესაძლოა იზოლირებულად გაგრძნობინოთ თავი და იფიქროთ, რომ გარშემომყოფები დროს არაჩვეულებრივად ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს, შესაძლოა, ასე სულაც არ არის. დაელაპარაკეთ ვინმეს, გაუზიარეთ თქვენი განცდები მეგობარს, მშობელს ან ახლობელ ადამიანს, ვისაც ენდობით.

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…