მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • ბავშვებისთვის

თანხმობა ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაზე

თანხმობა ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაზე

თანხმობა ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაზე

დღესდღეობით, თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა ტელეფონის ამოღება და თითქმის ყველა მოვლენის, რაც არ უნდა ხდებოდეს, დაფიქსირება, ჩაწერა და გავრცელება.
რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, როდესაც ამ მომენტების სამახსოვრო ფოტოები და ვიდეოები გაქვთ, მაგრამ თუ მათ სოციალურ მედიაში გაზიარებას აპირებთ, დარწმუნდით, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოსახულნი არიან ფოტოებსა თუ ვიდეოებში, ეს მისაღებია.
კარგად დაფიქრდი, სანამ ონლაინ სივრცეში რამეს განათავსებთ. მზად ხართ ეს ამბავი ყველას უამბოთ? გახსოვდეთ, რომ როდესაც ინფორმაციას, ფოტოებს ან ნებისმიერ სხვა მასალას განათავსებ ონლაინ, შესაძლოა ის ვერასდროს გააქრო ინტერნეტიდან და ასევე, ხელი შეუშალო სხვა ადამიანებს მის გამოყენება - გავრცელებაში. რა უნდა ვიცოდეთ თანხმობის მიღებაზე ფოტოების ან ვიდეოს გასაზიარებლად?

თუ ვინმესთან ერთად ფოტოს ან ვიდეოს გადაიღებთ, სთხოვეთ მათ ნებართვა სანამ გააზიარებთ. ეს მარტივია! თუ თქვენი მეგობარი, ან ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი გეუბნებათ, რომ არ სურს მისი ფოტო გამოჩნდეს საჯაროდ, სოციალური მედიის ანგარიშებზე, მაშინ პატივი ეცით მის გადაწყვეტილებას.

თუ რაღაც ატვირთეთ და ვინმე გთხოვთ, რომ ეს წაშალოთ, გაითვალისწინეთ მისი თხოვნა! თუ თქვენ პატივს სცემთ თქვენი მეგობრების არჩევანს და გადაწყვეტილებებს, მაშინ ისინიც ანალოგიურად, პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს არჩევანს და გადაწყვეტილებებს.

არ გაავრცელოთ, ან არ გააზიაროთ ის, რამაც შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს თუ ვინმე ისეთ ფოტოს ან ვიდეოს გამოგიგზავნით, რომელიც იცით, რომ უსიამოვნო იქნება მასზე გამოსახული ადამიანისთვის, არ გამოაქვეყნოთ ან არ გადააგზავნოთ ის სხვებთან.

გაწყვიტე ჯაჭვი და უთხარი იმ ადამიანს, ვინც თავდაპირველად ეს ფოტო ან ვიდეო გამოგიგზავნა, რომ მან, ასევე, შეწყვიტოს მისი გაზიარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გამოგზავნილი სურათები ინტიმური შინაარსისაა ან პირად მონაცემებს შეიცავს. თუ იცნობთ პიროვნებას, რომელიც ამ გაზიარებული ფოტო-ვიდეო მასალის სამიზნეა, დაუკავშირდით მას, შეატყობინეთ და დარწმუნდით, რომ თავს კარგად გრძნობს, აგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა.

ყველაფრის გადაღება არ არის საჭირო შეეცადეთ თავი სხვის ადგილზე წარმოიდგინოთ - ის რაც თქვენ შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, სხვისთვის სულაც არ იყოს სახალისო. თქვენ არ უნდა გადაიღოთ და ატვირთოთ ის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვის გრძნობებს, უხერხულად აგრძნობინოს თავი ან გავლენა მოახდინოს მის რეპუტაციაზე.

****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…