მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • მშობლებისთვის

ინტერნეტისადმი ინტერესი

ინტერნეტისადმი ინტერესი

ინტერნეტი ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით ეზიაროს საკვირველ და საინტერესო სამყაროს, მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადაადგილდეს სულ რამდენიმე წამის განმავლობაში. მრავალფეროვან შესაძლებლობათაგან ყოველ ადამიანს შეუძლია ის აირჩიოს რაც უფრო მოსწონს – თამაშები, ფილმები, კონცერტები, საინტერესო ამბები ცხოველების, ქვეყნების თუ ცნობილი ადამიანების შესახებ და სხვა. ინტერნეტი ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარების საშუალებაცაა.
გასაკვირი არაა, რომ ბავშვებს იზიდავს ეს საინტერესო და სახალისო სამყარო. ისინი დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში, ურთიერთობენ, საშინაო დავალებებს აკეთებენ, ფილმებს უყურებენ, მუსიკას უყურებენ და სხვა. დღესდღეობით ძალზე გავრცელებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ბავშვების მიერ ინფორმაციის, ფოტოების, ვიდეოების ატვირთვა, ასევე - ფორუმებზე დარეგისტრირება, ადამიანების გაცნობა. ამაში ცუდი არაფერია, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იზრუნოს ინტერნეტ სივრცეში ბავშვის უსაფრთხოებაზე, რათა ბოროტად არავინ ისარგებლოს მათი გულუბრყვილობით და მიმნდობლობით.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:

• დააყენეთ კომპიუტერზე შემზღუდავი ფილტრები, რომლებიც გარკვეულ ვებ-გვერდებს ჩაკეტავენ (ეს აუცილებლად გააკეთეთ, თუკი ბავშვი ხშირად რჩება სახლში მარტო, მეთვალყურეობის გარეშე). რეკლამის, საინტერესო, ეფექტური თამაშების, პუბლიკის გასართობად გათვალისწინებული უფასო სიამოვნებების წყალობით ბავშვი შეიძლება ისეთ საიტებზე მოხვდეს, რომლებიც მისი ასაკისათვის მიუწვდომელი უნდა იყოს.
• კომპიუტერი საერთო ოთახში ან ისეთ ადგილას დადგით, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება. ბავშვები, რომლებსაც კომპიუტერი თავიანთ ოთახში უდგათ, უმეტესად უმეთვალყურეოდ რჩებიან.
• რამდენიმე საათი დახარჯეთ, რათა ინტერნეტს გაეცნოთ. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ ინტერნეტის შესახებ, მით უკეთეს არჩევანს გააკეთებთ თქვენი ბავშვებისათვის.
• არასოდეს მისცეთ ბავშვს ინტერნეტში უცნობებთან ”ლაქლაქის” უფლება. აუკრძალეთ ბავშვს ინტერნეტში უცნობებისათვის სახელის, მისამართის, სკოლის, ტელეფონის ნომრის მიცემა.

როგორ უნდა ველაპარაკოთ:

დააწესეთ ინტერნეტით სარგებლობის ძალიან მკაცრი წესები - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა:
• ”კარგია, როცა ინტერნეტით სარგებლობ სასკოლო თემისთვის ან სხვა ინტელექტუალური საქმიანობისათვის ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგრამ მე არ მინდა, რომ შენ ჩემი ნებართვის გარეშე ყველგან შეხვიდე და ნებისმიერი რამ გადმოტვირთო”.
• ”მეგობრებს შეგიძლია წერილები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნო, რადგან ასე უფრო დაცული იქნები, ვიდრე „ჩათით“ საუბრისას”.
• ”არასოდეს ესაუბრო უცნობებს ინტერნეტით ჩემთან შეთანხმების გარეშე”.

ასწავლეთ ბავშვებს ყველაფერი, რაც რისკსა და საფრთხეს ეხება: ”ზოგიერთ ბავშვს, რომლებიც ინტერნეტში უცნობებს ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნათ”.

შეაქეთ ინტერნეტით სწორად სარგებლობისთვის: ”შენ ინტერნეტი თემის დასაწერად გამოიყენე. მე მიხარია, რომ შენი ნდობა შემიძლია, რომ შენ საკმაოდ გონიერი ხარ და ზედმეტ რისკს აირიდებ”.

თუ ბავშვს აღიზიანებს თქვენი სიფრთხილე და ის ამტკიცებს, რომ ინტერნეტში თამაშში საშიში არაფერია, უფრო მეტი რამ მოუყევით კონკრეტული შემთხვევებისა და იმის შესახებ, თუ რა საშიშროებაა მოსალოდნელი: ”თუკი ვინმე უცნობი კარზე დაგვიკაკუნებს და მოუნდება შენთან განმარტოებით საუბარი, მივცემ მე მას ამის უფლებას? ცხადია, არა. ინტერნეტით შემოსულ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ შენი პიროვნება. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ან ფული გამოგტყუონ, ან გაიძულონ, რომ მათ დაუჯერო”.

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ:

• ”მე არ მინდა, რომ შენ ინტერნეტში შეხვიდე. ეს სახიფათოა”.

ბევრი რამაა სახიფათო, თუ არასწორად გამოვიყენებთ. ინტერნეტი ხომ ინფორმაციის საოცარი წყაროა. გარდა ამისა, როცა ბავშვი წამოიზრდება, ის მეტნაკლებად გარკვეული უნდა იყოს ინტერნეტსა და კომპიუტერში. აუხსენით ბავშვს, რა საშიშროებები შეიძლება იყოს; აუცილებლობის შემთხვევაში თვალყური ადევნეთ, როგორ სარგებლობს კომპიუტერით, მაგრამ ნუ აუკრძალავთ ინტერნეტით სარგებლობას.

• ”გამოდი შენი ოთახიდან. შენ უკვე რამდენიმე საათია, კომპიუტერთან ზიხარ”.

თქვენ ის მთელი ამ დროის განმავლობაში უმეთვალყურეოდ დატოვეთ? იგივე წარმატებით შეგიძლიათ დაუშვათ ბავშვთან ერთად ოთახში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებმაც იგი შეიძლება თავიანთი პათოლოგიური ინტერესებისათვის გამოიყენონ.

• ”ნუთუ ორი საათი არ გეყო ინტერნეტისათვის?”

თქვენ ბავშვს ცუდად აკონტროლებთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი აკრძალულ საიტებზე არ შედის, მას შეიძლება ჩვევად გადაექცეს კომპიუტერთან ჯდომა. ეს კი, თავის მხრივ, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის (დიდხანს მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა, გამოსხივება, მხედველობის პრობლემები, რომ არაფერი ვთქვათ, კომპიუტერისადმი ”ნარკოტიკულ” დამოკიდებულებაზე ) ძალზე საზიანოა.

კიდევ რის გაკეთება შეიძლება

ასწავლეთ ბავშვებს ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესები:

• უცხოს არავის მისცეს პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ნომერი);
• მისთვის უსიამოვნო, უცნაური, გაუგებარი შეთავაზებებისა და წინადადებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მშობელს, აღმზრდელს;
• კომპიუტერი სახლში ან სასწავლო დაწესებულებაში ღია, გამოსაჩენ ადგილზე დადგით, და არა ბავშვის ოთახში ან საძინებელში.
• ბავშვთან თქვენი დამოკიდებულება ურთიერთნდობაზე ააგეთ;
• ენდეთ ბავშვს, მაგრამ მის კონტაქტებს თვალყური ადევნეთ;
• ასწავლეთ საღი აზრი, კრიტიკული აზროვნება, “არა”-ს თქმა, მტკიცე მსჯელობები;
• თუ ეჭვობთ, რომ ბავშვმა ინტერნეტის მეშვეობით სექსუალური ხასიათის საეჭვო წინადადება მიიღო, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს.

გახსოვდეთ! ვირტუალურ ურთიერთობებში ბავშვები გულუბრყვილონი და უმწეონი არიან. დაიცავით ისინი მოსალოდნელი საფრთხისაგან.

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…