მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • ბავშვებისთვის

კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა

კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა

ბავშვები ხშირად ერთად აკეთებენ რაიმეს - თამაშობენ, მეცადინეობენ, ცეკვავენ, ფილმს უყურებენ, მუსიკას უსმენენ და სხვა. მათ, ერთსა და იმავე საგანთან ან ამბავთან დაკავშირებით, მსგავსი ან განსხვავებული აზრები აქვთ. მაგალითად, ზოგიერთისთვის ფეხბურთი უფრო კარგი სპორტია, ვიდრე ჭადრაკი. ზოგ ბავშვს ფანქრებით ხატვა მოსწონს, ზოგს - საღებავებით. ყველას აზრი მნიშვნელოვანი და პატივსაცემია.

როდესაც რაიმეს ერთად გაკეთებას ვაპირებთ, მნიშვნელოვანია, ყველას აზრი მოვისმინოთ, გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. ეს კი მსჯელობის და დათმობის შედეგად არის შესაძლებელი.

ზოგჯერ განსხვავებულ აზრებს და სურვილებს გაბრაზება და ცხარე კამათი მოსდევს - ამას კონფლიქტს უწოდებენ. კონფლიქტი შეიძლება ჩხუბშიც გადაიზარდოს და მას ყვირილი, ხელის კვრა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა, ერთმანეთის-თვის შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვეს. საბოლოოდ, ყველა ზარალდება - შეთანხმება ვერ ხერხდება, ადამიანებს გულისტკენა, წყენა, შიში, სევდა ეუფლებათ. კონფლიქტმა და ჩხუბმა, შესაძლოა, მეგობარიც დაგვაკარგვინოს.

კონფლიქტის და ჩხუბის თავიდან აცილება და საერთო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. ამისათვის ეცადე:

• ამოიცნო, თუ რას შეიძლება გრძნობდეს და ფიქრობდეს ადამიანი;
• მოუსმინე, რას გთავაზობს;
• ეცადე აკონტროლო შენი გრძნობები;
• თუ ფიქრობ, რომ ბრაზდები, მართე ბრაზი.
• დაფიქრდი, იქნებ შემოთავაზებული წინადადება შენთვისაც საინტერესოა.

გახსოვდეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ ერევიან საკუთარ გრძნობებს და არ იციან საკუთარი ბრაზის მართვა, კონფლიქტის და ჩხუბის მონაწილეები ხდებიან. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა ადამიანის სიძლიერეზე მიუთითებს და არა სისუსტეზე.

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…