მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • მშობლებისთვის
  • პროფესიონალებისთვის

ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირება

ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირება

აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირების  უნარები არის გონებრივი პროცესები,   რომლებიც საშუალებას გვაძლევს  მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრირება, დავგეგმოთ, გადავჭრათ პრობლემები, წარმატებით შევასრულოთ  რამდენიმე დავალება, საჰაერო მოძრაობის  სისტემის უსაფრთხოდ მართვის  მსგავსად, დატვირთულ აეროპორტში, სადაც  რამდენიმე  ასაფრენ ბილიკზე მრავალი თვითმფრინავის, ჩამოსვლის და გამგზავრების, კონტროლი ხდება. ტვინს ეს უნარი სჭირდება ყურადღების გადასატანად, ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრის, მიზნების დასახვის და იმპულსების გასაკონტროლებლად.

როდესაც ბავშვებს აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირების უნარების განვითარების შესაძლებლობა აქვს, ინდივიდები და საზოგადოება იღებს სარგებელს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ უნარებს სწავლისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისინი ასევე პოზიტიურ ქცევას  უწყობენ ხელს  და გვაძლევენ საშუალებას გავაკეთოთ ჯანსაღი არჩევანი, ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის.

აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირების უნარები დამოკიდებულია  ტვინის ფუნქციონირების 3 ტიპზე: მუშა მეხსიერებაზე, გონებრივ მოქნილობაზე და თვითკონტროლზე. ეს ფუნქციები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და აუცილებელია აღმასრულებელი ფუნქციის უნარების წარმატებული გამოყენებისთვის,   რათა ისინი   კოორდინირებულად მუშაობდნენ.

  • მუშა მეხსიერება არეგულირებს ჩვენს შესაძლებლობას შევინახოთ და დავამუშაოთ ინფორმაციის ცალკეული ფრაგმენტები დროის მოკლე პერიოდში.
  • გონებრივი მოქნილობა გვეხმარება შევინარჩუნოთ ან გადავიტანოთ ყურადღება სხვადასხვა მოთხოვნების საპასუხოდ ან სხვადასხვა გარემოში გამოვიყენოთ განსხვავებული წესები .
  • თვითკონტროლი გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ პრიორიტეტები და იმპულსურ ქმედებებს ან რეაგირებას  წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ბავშვები არ იბადებიან ამ უნარებით - ისინი იბადებიან მათი განვითარების პოტენციალით. ზოგიერთ ბავშვს  მეტი მხარდაჭერა სჭირდება ამ უნარების განვითარებისთვის.  სიტუაციებში, სადაც ბავშვები უფროსებთან ურთიერთობებისგან და გარემოსგან, არ იღებენ მხარდაჭერას ან თუ  გავლენა ტოქსიკური სტრესის წყაროა - მათი უნარების განვითარება  შეიძლება სერიოზულად შეფერხდეს ან დაზიანდეს.

ბავშვებში ტოქსიკური სტრესის განცდა უგულებელყოფის, ძალადობის  შედეგად გამოწვეულმა არასასურველმა გარემომ შეიძლება გამოიწვიოს,  რომლის ზეგავლენამაც შესაძლოა შეაფერხოს  ტვინის არქიტექტურის და  აღმასრულებელი ფუნქციის განვითარება.

საზოგადოების ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა ბავშვების მხარდაჭერა სახლში, ადრეული მოვლისა და განათლების პროგრამების ფარგლებში და გარემოში, რომელშიც ისინი ხშირად ხვდებიან.

ბავშვის ზრდა-განვითარების ხელშემწყობი გარემო,  უზრუნველყოფს ბავშვებს იმ „საყრდენით“, რომელიც ეხმარება მათ  აუცილებელი უნარების გამოყენებაში, ვიდრე მათ  დამოუკიდებლად მოუწევთ მათი განხორციელება.

უფროსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის უნარების განვითარებას: წესების დამკვიდრებით, სოციალური ქცევის მოდელირებით, ასევე მხარდამჭერი და საიმედო ურთიერთობების შექმნით და განმტკიცებით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები ისეთი აქტივობების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებით თამაშს და სოციალურ კავშირებს, ასწავლიან მათ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, მოიცავენ  ენერგიულ ვარჯიშს და რომლებიც დროთა განმავლობაში  ბავშვებს  საკუთარი ქმედებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემს, უფროსების ზედამხედველობის  შემცირების  ფონზე.

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

Activities Guide: Enhancing and Practicing Executive Function Skills with Children from Infancy to Adolescence:https://bit.ly/3wsHrsZ

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…