მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • ბავშვებისთვის

შენი ციფრული რეპუტაცია

შენი ციფრული რეპუტაცია

როგორ შევქმნათ და დავიცვათ ჩვენი ციფრული რეპუტაცია?

ონლაინ პროფილები ერთგვარ ციფრული რეზიუმედ გადაიქცა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ახლად შეძენილი მეგობრი, ის ვინც მოგწონთ, ან ვისაც თქვენ მოსწონხართ, სკოლა, პოტენციური უნივერსიტეტი ან დამსაქმებლები,  შეუძლია მოიძიოს თქვენი სახელი ან ინფორმაცია თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებიდან - ასე რომ, დაუკვირდით რას აქვეყნებთ, რადგან შესაძლოა ვეღარ წაშალოთ ის მას შემდეგ რაც  საჯარო გახდება.ასე რომ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ციფრულ რეპუტაციას და თუ საჭიროა შევცვალოთ მასში რაღაცეები.

„დაგუგლე“ შენი თავი  - თუ რამდენიმე ადრე გამოქვეყნებულ ფოტოს ან პოსტს გადააწყდებით, რომლებიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და შენ არ გეგონა, რომ ეს ასე იყო, კარგი დროა რომ შეამოწმოთ და შეცვალოთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები - შეუცვალეთ სტატუსი საჯაროდ ხელმისაწვდომ პოსტებსა და ფოტოებს.

დაფიქრდით, სანამ რაიმეს გამოაქვეყნებთ, მოიწონებთ ან გამომწერი გახდებით- დარწმუნდით, რომ გვერდები, ჯგუფები, ფოტოები, ტვიტები ან ვიდეოები, რომლებიც მოგწონთ, მათი გამომწერი ხდებით,  ან კომენტარს აკეთებთ, ნამდვილად აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ამბებსა თუ მოვლენებთან დაკავშირებით, ვისთანაც ან რასთანაც გსურს, რომ ასოცირდებოდე. გახსოვდეთ,  სხვა შესაძლოა ვერ მიხვდეს, რომ თქვენ ხუმრობით მოიწონეთ გვერდი ან ატვირთეთ ფოტო და ვერ აღიქვას ამბის სრული კონტექსტი. ამიტომ, თუ ეჭვი გეპარებათ, არ გამოაქვეყნოთ!

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ილუსტრაცია: გიორგი დოლიძე

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…