მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მიმდინარეობს გვერდის განახლება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  • ბავშვებისთვის

შეურაცხყოფა და შანტაჟი ფოტოების გამოყენებით

შეურაცხყოფა და შანტაჟი ფოტოების გამოყენებით

შეურაცხყოფა და შანტაჟი ფოტოების გამოყენებით

ფოტოების და ვიდეოების გაზიარება მარტივია, იმის კონტროლი კი, თუ რა მოუვა მათ - რთული

სექსუალური გამოძალვა - „ სექსთორშენი“

სექსუალური გამოძალვა, რომელსაც „სექსთორშენს“ უწოდებენ, პირადი ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენებით შეურაცხყოფის და/ან შანტაჟის ერთ-ერთი ფორმაა. „სექსთორშენია“, როდესაც ვიღაც გემუქრებათ თქვენი ინტიმური ხასიათის ფოტოს (ე. წ. „ნუდების“) ან ვიდეოს ონლაინ სივრცეში გაზიარებით, იმ შემთხევაში თუ თქვენ მის - „გამომძალველის“ მოთხოვნებს არ შეასრულებთ. ხოლო მოთხოვნა შესაძლოა იყოს ფულადი სარგებელი, თქვენგან მეტი, მსგავსი შინაარსის ფოტოს გაგზავნა, სასიყვარულო ურთიერთობაში დარჩენის იძულება, შურისძიების მიზნით თქვენი რეპუტაციის შელახვა და ა.შ.

გახსოვდეთ - თუ ვინმე გემუქრებათ თქვენი შიშველი (ან ნახევრად შიშველი) ფოტოს ან ვიდეოს გაზიარებით - ეს კანონდარღვევაა. თუ თქვენ მას იცნობთ და ფიქრობთ, რომ ეს უსაფრთხოა და საუბრით გადარწმუნებას შეძლებთ, სცადეთ. თუმცა, მართებულია, რომ ამგვარ მოთხოვნებს არ უპასუხოთ, არამედ თავი შემდეგი ნაბიჯების მეშვეობით დაიცვათ:
- თუ ფულს ან მეტი ფოტოს გაგზავნას გთხოვენ - არ გააგზავნოთ და არასდროს გადაიხადოთ
- გადაუღეთ ეკრანს ფოტო (სქრინშოთი) და შეინახეთ მტკიცებულება
- შეატყობინეთ პოლიციას
- შეწყვიტეთ კომუნიკაცია და დაბლოკეთ
- გაუზიარეთ პრობლემის შესახებ თქვენთვის სანდო ადამიანს-მეგობარს, მშობლებს

როგორ ავარიდოთ თავი სექსთორშენს? დაიმახსოვრე, კამერის გამოყენებით ჩართვის (ლაივ სტრიმინგი) დროს შესაძლებელია მეორე მხრიდან ჩანაწერის გაკეთება. არ გაება მახეში იმის დაშვებით, რომ ეს შესაძლოა ინტიმური ხასიათის ფოტოების (ნუდების) და ვიდეოების გაზიარებაზე უსაფრთხო იყოს.

*****
მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები

ბავშვების დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება: საერთაშორისო სტანდარტები, მტკიცებულებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ზოგადი ინფორმაცია ბავშვები, რომლებიც ავლენენ ასოციალურ ქცევას ან არღვევენ კანონს, უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფია. ბავშვთა ქცევითი დარღვევები დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ, განვითარების, სოციალურ…

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა

გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული…

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში დღევანდელი ბავშვები ისეთი ინტენსივობით სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ონლაინ, როგორიც არასოდეს ყოფილა. ინტერნეტი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ განათლებისთვის, შემოქმედებისთვის და მეგობრობისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდა სერიოზული რისკები, როგორიცაა ონლაინ ბულინგი,…

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება…

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს.…

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და…

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით…

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და…

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის…