ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

თამარ გიგიტაშვილი

ფსიქოლოგი

თათული გიგიტაშვილი არის ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგი. მან განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ფსიქოტრავმატოლოგიაში. ის არის  კარდიფის უნივერსიტეტის მიერ სერტიფიცირებული ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპევტი და ასევე ევროპის იემდიარ საზოგადოების მიერ სეტრიფიცირებული იემდიარ თერაპევტი.

თათული 2015 წლიდან მუშაობს ფონდ გლობალურ ინიციატივა ფსიქიატრიაში, რომელიც სხვა და სხვა პროექტებს ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. ის  მუშაობდა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრ წეროვანში ფსიქოტრავმატოლოგად, რომელიც ემსახურებოდა  2008 წლის ომით დაზარალებულ მოსახლეობას.  ასევე მუშაობდა კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან, სადაც ატარებდა ჯგუფურ შეხვედრებს ბრაზისა და აგრესიის მართვაზე. ის ასევე არის საქართველოს ფსიქოტრავმის და იემდიარ საზოგადოების წევრი.

თათული საქართველოს საზოგადოებრივ ფონდს 2018 წელს შემოუერთდა და იკავებს ფსიქოლოგის/ფსიქოთერაპევტის პოზიციას.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon