ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

გადავლახოთ ბარიერები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა

გადავლახოთ ბარიერები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და ბავშვთა საერთაშორისო
კათოლიკური ბიუროს (BICE) მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და კავშირი „რეა“ იწყებენ პროექტის - „გადავლახოთ ბარიერები“ განხორციელებას.

პროექტი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის აუცილებლობის პასუხად შემუშავდა.

პროექტის მიზანია ქალაქ თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მზრუნველ გარემოში გაზრდისა და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ეს სამწლიანი პროექტი 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.




იხილეთ პრეს - რელიზი: Communiqué de presse BICE AFD.pdf 





http://phf.org.ge/uploads/projects/press logo.png



გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon